მთავარი»სამართალი»ანრი ოხანაშვილს “ლელოს” აქტივისტმა და ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა შეურაცხყოფა მიაყენა

ანრი ოხანაშვილს “ლელოს” აქტივისტმა და ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა შეურაცხყოფა მიაყენა

5
გაზიარებები
Pinterest Google+

ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში, მოქალაქემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. არსებული  ინფორმაციით, შემთხვევის დროს ანრი ოხანაშვილი რესტორანში ოჯახთან ერთად იყო.

პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად “ლელოს” აქტივისტი, 2019 წელს კი – ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.
რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს.

“ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით. ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო,”  ამბობს ოხანაშვილი.

 

წინა პოსტი

ნიკა გვარამია: ერქომაიშვილმა გენიოსი უშიკიშვილი ხელისუფლებას ფოლკლორის ცენტრიდან გააგდებინა

შემდეგი პოსტი

სასწრაფოდ! აღიარებითი ჩვენება - ძმებო, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში