მთავარი»Slider»„ან გვიშველე ან დაგვბომბეთ მეთქი ვეხვეწე, ვღრიალებდი“ – უჩა გუგუჩია შინდისის ბრძოლას იხსენებს

„ან გვიშველე ან დაგვბომბეთ მეთქი ვეხვეწე, ვღრიალებდი“ – უჩა გუგუჩია შინდისის ბრძოლას იხსენებს

11
Shares
Pinterest Google+

 

შინდისის ბრძოლის ცოცხლად გადარჩენილი გმირი უჩა გუგუჩია 11 წლის წინანდელ, სისხლისმღვრელ შეტაკებას იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ზუსტად ეს დრო იქნებოდა 13საათი 11.08 .08 როცა დაიძახეს შტაბში რაღაც თათბირი არისო და მეთაური გადმოვიდესო, ნუ ჩვენი ასეულის მეთაურიც გავიდა შტაბი ჩვენგან ასე 60-70 მეტრში იყო დაბანაკებული. იქიდან მიდიოდა მართვა გაშლილი ჰქონდათ ჰარისის ფირმის კავშირგაბმულიბის საშუალება. იქიდან მიდიოდა ქვედანაყოფის მართვა და კავშირი.. მე გადავწყვიტე ჩემი ინიციატივით გადავსულიყავი შტაბში, გამეგო უშუალოდ ბრ.მეთაურისგან რა ხდებოდა და რას ვაპირებდით. ასევე, მინდოდა გამეგო თუ რატო გავიდნენ სპეცები წინა საღამოს. მყავდა ბევრი ახლობელი მეგობარიც შტაბში მომუშავე. ვიფიქრე ვინმეს ეცოდინებათქო. ნუ ბევრს არ მოგაწყენთ და მივედი მანდ. ასეულის მეთაურის მოადგილეც მახლდა გვერდში კაპიტანი მუშკუდიანი. მივედით და ჩამოვჯექით იქვე, სადაც მეთაურს ყავდა შემოკრებილი ოფიცრები და საუბრობდა რაღაც გადაადგილებებზე მოწინააღმდეგის. იქვე იყო მაიორი გოფოძე შტაბის უფროსი, თუმცა მთელი ღამე რაციასთან მოუწია ყოფნა და ხმა საერთოდ ქონდა ჩახლეჩილი. რაციასთან კი მაიორი რუხაია იყო და ღებულობდა და გადასცემდა ინფორმაციებს მეთაურს და სხვა ქვედანაყოფებსს!! არ დაგაიმალავთ და არ მომეწონა მეთაურის საუბარი და არც სახის ფერი. ისედაც თეთრია და საერთოდ ფერი არ ედო სახეზე და შიშის აშკარა სიმბტომებსაც საუბარში ამჟღავნებდა. გვერდში მეჯდა ცხონებული ჯიშკარიანი ვეფხვია და ვკითხე ბიჭო რაღაც არ მომწონს ამის როჟა მეთქი და თვითონაც დამეთანხმა საწყალი. ამასობაში მივაშტერდი რაღაცნაირად თვალში უყურებდი რო საუბრობდა. შემამჩნია და მითხრა ტონით რაო, ბიჭო რას მომშტერებიხარო და აქ რატომ ხარ, შენი უფროსი საკმარისია, მოგიტანდა ამბავსო. მოკლედ, ცოტა მოვარიდე მეც თავი და მოშორებით, მამაო იჯდა და მე და ვეფხია გადავედით მაქეთკენ და ვსაუბრობდით რაღაცას მამაოსთან. ამასობაში მოგვესმა მეთაურის ხმა. ცოტა ჩვენკენ წამოიწია და ტელეფონზე ესაუბრებოდა ზემდგომებს აბა, ალყაში ვართო – ეს გარკვევით გავიგონე და ეგრევე მივედით მასთან ახლოს. ნერვიულობდა საშინლად, ცოფებს ყრიდა. ვიღაცეებს დაურეკა, არ უპასუხა არავინ. იქნებოდა ასე სამის ნახევარი და უცებ გვეუბნება მე და მუშკუდიანი ვიდექით ასევე სერჟანტი ჭელიძე და რამოდენიმე ოფიცერი, სახელები არ მახსოვს და გვითხრა ოფიცრები არ დაიბნეთ, ხალხი არ დააპანიკოთ, ალყაში ვიმყოფებითო. ოფიცრებმა აიღეთო გრანატამიოტები და ტანკები საცაა შემოვლენ და დასცხეთ, სხვა გზა არ გვაქვსო. რა თქმა უნდა ავიღეთ ეს გრანატამიოტები და წავედით პოზიციების შესარჩევად, ასე 15 წუთი იქნებოდა გასული, დაიძრა მეთაურის პრადო და შტაბის უფროსის ჰაილუქსი და წავიდნენ დაბლა, შინდისის მიმართულებით!!

ამასობაში პანიკამ მოიცვა იქაურობა. მეთაური გადისო და ჩვენც გავდივართო და დაიქოქა მანქანები. მიდის გინება, ყვირილი, ალყაში ვართ, დედები მოუ**ნათო გავყვიროდით ყველა. ისე ავიდა ხალხი მანქანებზე ჩვენც გამოვედით პოზიციებიდან ეგენი ვინც ტანკებს უნდა დავხვედროდით მეთაურის ჭკუით, ვნახეთ ყველა გადიოდა და ამავე დროს, ჩვენმა მანქანამ გამიჩერა კამანდირ, გავდივართო და დაჯექიო. მეც ავედი მანქანაში და გავყევი მძღოლს. მითხრა მეთაური ჩვენი უშუალოც მანქანასთან ეძახდა ბიჭებს და მოგვყვებაო უკან ..და გავყევით ჩვენც იმ მიმართულებას, სადაც მეთაურის მანქანა წავიდა და შტაბის უფროსის ანუ შინდისისკენ ჩვენ წინ კიდე ერთი მანქანა იყო, სადაც ჩვენი ერთერთ ოფიცერი აჩიკო აბულაძე იჯდა, უკან კი კრაზების და პატარა მანქანების უზარმაზარი კოლონა მოგვყვებოდა. ასე 200კაცამდე ვიქნებოდით სრულ ჯამში. მოკლედ, ჩავედით ყელქცეულის ბოლოში, სადაც უნდა გადაგვეხვია შინდისისკენ. ვხედავ მარცხენა მხარეს მინდვრებში დგას სამი ტანკი თეთრი ლენტები აქვთ გაკრული მკლავზე და ანტენებზე. მოკლედ მივხვდი და ვხედავდი კიდევაც ესენი რუსები იყვნენ და რესკი მუხრუჭით გავჩერდით ამხელა კოლონა. გადმოხტა ხალხი და ჭაობები იყო დაიწყეს თავშესაფრის ძებნა. ყოველ წამს ველოდით სროლას ტანკებიდან იქვე მივეყუდე მანქანის უკან ბორტთან და გავხედე რუსებს. ეგენი ხელით გვანიშნებენ მარჯვენით იარეთო. ჟეტიკულაციით ვიღაცამ დაიძახა ჩვენები არიანო და რატომღაც ხალხი ისევ ავედით მანქანებზე და გზა გავაგრძელეთ. რუსებმა თითქოს უკან დაიხიეს მოკლედ, შევუხვიეთ მარცხნივ და გაუსწორდით ეს მანქანები შინდისის სადგურებს და რას ვხედავ ორივე მანქანა ცეცხლის ალშია პრადოც და ჰაილუქსიც. უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე და უცებ აფეთქების ხმაური მომესმა. წინა მანქანას მოხვდა ჭურვი და დაგვიშვეს ყველაფერი ერთად. გადმოვცვივდით მანქანიდან. მე ჯერ ვერ მოვედი აზრზე საიდან გვესროდნენ. თურმე ამათ ელვისებური ჩასაფრება ჰქონიათ მოწყობილი. თითქმის ყველა მხრიდან გვესროდნენ წყეულები. მეც სროლა სროლით გადავირბინე შენობისკენ.

გადავწყვიტე ასვლა ჩემგან მოშორებით, ბიჭებიც არბოდნენ ლიანდაგებზე სროლა სროლით და ადგილებს ვეძებდით, რომ პოზიციები დაგვეკავებინა. მე შევვარდი შენობა იდგა რაღაც. მის გვერდზე დავწექი და ავიღე მიზანში. უკვე ვხედავდი ამ ახვრებს და ჩავერთეთ ბრძოლაში. ჩემს დაბლა მარცხენა მხარეს ონიანს და რამოდენიმე საინჟინროს ჯარისკაცს ქონდა პოზიცია დაკავებული და იქიდან ისროდნენ. ვხედავდი, როგორ ეცემოდნენ ჩვენი ბიჭები, სანამ პოზიციას აიღებდნენ. ცვიოდა ხალხიი.. ჩემი ძმები. ერთი საათი მიდიოდა შეუწყვეტელი სროლა. იქით აქეთ ყველაფერს გვესროდნენ ეგ დედატირებულები. ვიფიქრე ადგილს შევიცვლითქო, მაგრამ უკვე შემამჩნიეს მაგ არარაობებმა და დამიშვეს. ამასობაში, შემომესმა ონიანის ყვირილი კამანდირ ჩვენ დაგასტრახოვკებთ და დაბლა ჩახტი, თორემ აგაფეთქებენო… მართლაც დამიფარეს ამათმა ასევე ილია შეყლაშვილი, ჩემი საწყალი, გმირი ძმა გაუხსნეს ცეცხლი ყველამ… ჭელიძე იყო კიდე მეტყვიმფქვრევე. მოვახერხე შენობიდან გადმოხტომა ამასობაში, რაღაცნაირად გონება დავკარგე, რაღაც სითბომ გამაღვიძა, ლოყაზე მოვისვი ხელი სისხლი მდიოდა. მოვიხსენი ჩაფხუტი, შეღუნული იყო. ალბათ პადსტილნიკის ასკოლკა იყო, ზუსტად არ ვიცი. ქვემოთ ვეგდე შენობის.. ამასობაში ხმა მომესმა – კამანდირ. ჩვენთან შემოდიოდა რაღაც სინკარი იყო ჩამონგრეული და მის დაბლა თავს აფარებდა 5 ჯარისკაცი. 3დაჭრილი იყო. ჩემიანად 6 აღმოვჩნდით. ერთი ჯარისკაცი ჩემი ქვედანაყოფიდან იყო. დანარჩენები სხვადასხვა ასეულიდან. ტელეფონი მოვითხოვე ეგრევე. ჩემი დამჯრდარი იყო საერთოდ. დავიწყე რეკვები დახმარებაზე. ამასობაში სროლებმაც ნელნელა იკლო. რაღაც გინების ხმა შემომესმა, ცოტაც გაუძელიო. ვერ დავინახე ვინ იყო. ხოხვით მივუხლოვდი ცოტა და აქით დამიძახა მიკვდება კამანდირ ჩემი ძმაო და ვხედავ ალეკო ონიანს.

ეხუტებოდა ჯარისკაცს, თვითონაც სისხლი სდიოდა. ხმით ვიცანი. წყალი არ გაქვთო, კი მეთქი, ვიფიქრე იქნებ ჰქონდეთ ბიჭებს წყალითქო. მოვბრუნდი უკან და ვუყვიროდი წყალი ხომ არ გაქვთქო. ალეკოსაც მივაძახე –  მოვლენ დარეკილიც მაქვს, არ ინერვიულო. ამასობაში, მოვბრუნდი ალეკოსკენ და რაღაც ეჭირა ხელში კი ვნახე. არ მიფიქრია ლიმონკა თუ იყო, სანამ კაპსულის ხმა არ გავიგონე. მერე კი გრუხუნის ხმა და და ბოლი დადგა იმ ადგილას. მერე კი ბევრი რამე მეც არ მახსოვს. იმასთან ვერ მივედი ახლოს. ეს მაღალი ძაბვის პროვოდები ყველაგან იყო დაბლა ჩაწოლილი. თან ისევ განახლდა სროლები. შევედი ისევ თავშესაფარში და დავურეკე მეთაურს. მოვახსენე ყველაფერი. გუგუჩია ვარ მეთქი, დახმარება გვინდა, ჩასაფრებაში მოვყევით ბიჭები, მსხვერპლი დიდი გვაქვსთქო. პირველი ეს მითხრა, იქით რა გინდოდათო. მე ვუთხარი ეხლა არაა ამის დრო, დაგვეხმარეთქო ან აგერ ეს კორდინატი და დაგვბომბე მეთქი მტერთან ერთად. მე ტყვედ ვერ ჩავბარდები მეთქი. მერე შენო? არ მაინტერესებს ან გვიშველე ან დაგვბომბეთ მეთქი. არტილერიას კორდინატი მიეცი მეთქი, ვეხვეწე ვღრიალებდი. მან ბენიძეს, თავის მეკავშირეს გადასცა ტელეფონი. ბენიძემ კიდევ ვერავინ შემოვა მანდ, უკვე გასულები ვართ და თავს უშველეთო .რაღაც კორდინატი მიკარნახა.. მთვარე მარცხნივ დატოვეო და მსგავსი. მერე კი დავრეკე დაზვერვის მეთაურთან ბიბინიძესთან. მან კიდე სროლა სროლით გაარღვიე ალყა და თავს უშველეო. მესამემ კიდე რენდროვერებით სად შემოვიდეთ, უკვე ხაშურში ვართო და ასე მანუგეშეს ჩემებმა. მოკლედ, ცოტა ვერა ვარ დღეს, მაპატიეთ, ვერაფრით შევძლებ დავასრულო ეს ისტორია საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი.  11აგვისტო ყველაზე წყეული დღეა ჩემი არსებობის ისტორიაში.. დღეს მეტი არ შემიძლიაა მაპატიეთ“ – წერს უჩა გუგუჩია.

 

წინა სტატია

ავტობანზე იწვის მანქანა, რომელშიც უცხოელი ტურისტები ისხდნენ

შემდეგი სტატია

„ცოცხალი ვარ“ - ვინ და რატომ გამოაცხადა ემიგრანტი გოგონა გარდაცვლილად?