მთავარი»საზოგადოება»„ამერიკელი კონსულტანტი უყვირის პარლამენტის ვიცე-სპეკერს.. ეს იყო არაპროფესიონალიზმის და გაუზრდელობის დიდი მაგალითი“

„ამერიკელი კონსულტანტი უყვირის პარლამენტის ვიცე-სპეკერს.. ეს იყო არაპროფესიონალიზმის და გაუზრდელობის დიდი მაგალითი“

16
Shares
Pinterest Google+

სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაზა წერეთელი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინცინდენტის შესახებ წერს:

„უამრავ კონფერენციას დავსწრებივარ და უამრავი ჩამიტარებია. უბრალო კონსულტანტის სტატუსიდან დაწყებული, ორგანიზატორამდე დამთავრებული. ჯერ ერთი კონფერენცია არ მინახვს, სადაც მოწვეული კონსულტანტი, ვიმეორებ კონსულტანტი, ხელებგაშლილი ჰკიოდეს და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, თუ უბრალო წარმომადგენელს (არ აქვს მნიშვნელობა) უყვიროდეს ისე, როგორც ეს ამერიკელმა კონსულტანტმა გააკეთა. ეს იყო არაპროფესიონალიზმის და გაუზრდელობის დიდი მაგალითი. არაფერს ვამბობ იმაზე რომ იგი გათამამებული ჰყავთ ნაციონალებს (რადგან მხოლოდ ისენი ტრიალებდნენ მის გარშემო) ისე რომ თავი კოლონიზატორი ჰგონია და ავიწყდება, რომ უბრალო კონსულტანტია და ქვეყანამ თუ მოითხოვა, ისე გააძევებენ, რომ ვერასდროს ვერც ის და ვერც მისი ორგანიზაცია აქ ვეღარ ჩამოვა…

და კიდევ, ამით ნაციონალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ რუსეთის საქმეს აკეთებენ, რადგან გამოჩნდა რომ ამერიკელი კონსულტანტი უყვირის პარლამენტის ვიცე-სპეკერს…და შესაბამისად იბადება რექცია, გვინდა კი ჩვენი ამერიკა?“ – წერს ზაზა წერეთელი.

წინა სტატია

„ასეთი იყო მამაჩემი, ბევრი რამე წინასწარ იცოდა“ - ნოდარ ხადურის ქალიშვილის ემოციური წერილი მამაზე

შემდეგი სტატია

„ჩვენთვის მისაღებია, საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“