მთავარი»საზოგადოება»„ამ შენობაში ეშმაკი ბუდობს“ -უგულავამ პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადო

„ამ შენობაში ეშმაკი ბუდობს“ -უგულავამ პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადო

8
გაზიარებები
Pinterest Google+

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტში შესასვლელ ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს.

პარტიის წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ “შენობაში ეშმაკი ბუდობს”.

„ეს გასაღები გადაეცემა ხალხს, ნიშნად იმისა, რომ დაილუქა ხალხის მიერ შენობა, სადაც  საუკუნის მზაკვრობა და ღალატი იკადრა ივანიშვილმა. ტყულად ჰგონიათ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ აქ მშვიდად ივლიან და მერე მურუსიძეს და ვიღაც ვიგინდარა,  უდიპლომო პროკურორს დანიშნავენ უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარედ. ასე არ მოხდება… ამ შენობაში ეშმაკი ბუდობს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

წინა პოსტი

ხაზარაძე: მოვუწოდებ სხვა პარტიებს, ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, სიურპრიზები არ იყოს

შემდეგი პოსტი

„პატრიოტთა ალიანსის“ ალტერნატიულ აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა