მთავარი»პოლიტიკა»„ამ სამუშაოებთან რუს მესაზღვრეებს არანაირი კავშირი არ აქვთ“- მურატ ჯიოევი

„ამ სამუშაოებთან რუს მესაზღვრეებს არანაირი კავშირი არ აქვთ“- მურატ ჯიოევი

7
გაზიარებები
Pinterest Google+

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს უსაფუძვლოდ ადანაშაულებს იმაში, რომ „საზღვრის“ მოწყობის სამუშაოებში რუსი სამხედროები მონაწილეობენ- განცხადებას ამის შესახებ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი აკეთებს.

ჯიოევის განცხადებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არაკეთილსინდისიერად წარმოაჩინოს სამხრეთ ოსეთში რუსების ყოფნა.

„საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის საინჟინრო ნაგებობებით მონიშვნას აწარმოებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახური და ამ სამუშაოებთან რუს მესაზღვრეებს არანაირი კავშირი არ აქვთ. რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის არსებული შეთანხმებით, რუსი მესაზღვრეები მხოლოდ „სახელმწიფო საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ.“ – ამბობს ჯიოევი სააგენტო „რეს“-თან საუბარში

მისივე თქმით, სამუშაოების წარმოებისას ოსი მესაზღვრეები ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესებს ითვალისწინებენ და „ერთი მეტრითაც კი არ გადადიან ქართულ მხარეზე.“

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

„პროდუქციაზე ფასების 5-დან 15%- იანი მატება სექტემბრის პირველი ნახევრიდან აისახება“

შემდეგი პოსტი

"ბავშვს ჭიანჭველები ესეოდა" - ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი ადგილზე დატოვა