მთავარი»მსოფლიო»ამ ფოტოს გამო, ამერიკაში 15 წლის გოგონა სკოლიდან გარიცხეს

ამ ფოტოს გამო, ამერიკაში 15 წლის გოგონა სკოლიდან გარიცხეს

21
გაზიარებები
Pinterest Google+

15 წლის გოგონა, სკოლიდან ცისარტყელისფერებიანი მაისურის ტარების გამო სკოლიდან გარიცხეს. ინფორმაციას dailymail ავრცელებს.

კენტუკის სკოლამ 15 წლის კაილა სკოლიდან მას შემდეგ გარიცხა, რაც სოციალურ ქსელში კაილას დედის მიერ დადებული ფოტო ნახა. ფოტოზე ცისარტყელისფერებიან მაისურში დაბადების დღეს ტორტთან (ცისარტყელის ტორტის) ჩაცმული მომღიმარი კაილა ჩანდა.

„ის დაბადების დღეზე ძალიან ბედნიერი იყო, მე მას ფოტო გადავუღე და სოციალურ ქსელში, ჩემს პირად გვერდზე ავტვირთე, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს სკოლის ყურადღებას მიიქცევდა“,- ამბობს დედა.

ფოტოს ატვირთვიდან რამდენიმე დღეში მშობლებს სკოლის დირექტორი დაუკავშირდა.

მეილი იტყობინებოდა, რომ კაილა სკოლიდან სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოს გამო გარიცხეს. როგორც წერილში ეწერა ფოტო სკოლის მორალსა და სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა.

მშობლები აცხადებენ, რომ ეს მაისური და ტორტი დაფარული მესიჯის მატარებელი არ არის და ამას ლგბტ თემთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მიუხედავად ამისა, სკოლამ კაილასა და მის ოჯახთან შეხვედრაზე უარი თქვა. სკოლაში წლიური გადასახადი 7.800 დოლარია.

კაილა სწავლას ახლა საჯარო სკოლაში აგრძელებს.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

„პოლიციამ ხმამაღალი საუბრის გამო დამაკავა“ - ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებულს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა

შემდეგი პოსტი

"11 წელია ამ მუზეუმის დირექტორი ვარ და ასეთი გულწრფელი, ასეთი აუწონავი და გულუხვი საჩუქარი არავის გაუკეთებია"