მთავარი»საზოგადოება»ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

0
Shares
Pinterest Google+

ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საახალწლო კონცერტები დედაქალაქში სამ ლოკაციაზე გაიმართება, რომელზე დასწრების მსურველებსაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა 04:00 საათამდე შეეძლებათ.

„ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მეტრო მგზავრების უფასოდ გადაყვანას უზრუნველყოფს. ასევე, მოსახლეობისთვის ავტობუსებით მომსახურება უფასო იქნება. ვისაც სურვილი აქვს გლდანში, ვარკეთილსა და ევროპის მოედანზე მობრძანდეს და კონცერტებს დაესწროს, ის უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მეტროთი, ასევე ავტობუსებით. ავტობუსებით უფასოდ გადაადგილება დილის 04:00 საათამდე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინა სტატია

ტექნიკურ უნივერსიტეტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განიხილეს

შემდეგი სტატია

შსს-ში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ახალი დეპარტამენტი იქმნება

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.