მთავარი»საზოგადოება»„ახალი წლის დღებში რამოდენიმე ადამიანი მოხვდა ემერჯენში კომატაზურ მდგოამრეობაში

„ახალი წლის დღებში რამოდენიმე ადამიანი მოხვდა ემერჯენში კომატაზურ მდგოამრეობაში

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალიური ქსელის საშუალებით, საზოგადოებას აფრთხილებს:

„არ ვაპირებდი კიდე ამეფორიაქებინა საზოგადოება მაგრამ ვთვლი , რომ აუცილებელია ამ ინფორმაციის გაზიარება. ახალი წლის დღებში და მანამდეც რამოდენიმე ადამიანი მოხვდა კვლავ ემერჯენში კომატაზურ
მდგოამრეობაში რაც განვითარდა არა ალფა პვთ მოხმარებით არამეთ სავარუდოთ GHB- თი რაც არის ამ საუკუნის ერთ ერთი საშიში ნარკოტიკი !!!

GHB, GHB, იგივე გამა-ჰიდროქსიბიტურატი ბოლო პერიოდში ცნობილინგახდა, როგორც ნარკოტიკი სახელად “date rape.” თავად ტერმინი “date rape” ამერიკულ სლენგში გამოიყენება როგორც შესატყვისი იმ გარემოებისა, როდესაც პიროვნებას, რომელიც პაემანზე წავიდა აუპატიურებს მისივე პოტენციური პარტნიორი ანუ “date.”
GHB – ს მსგავსი სახელით იმიტომ მოიხსენიებენ, რომ მიუხედავად აღნიშნული წამლის უარყოფითი ეფქტების შესახებ ცნობიერების მაღალი დონისა, ადამიანები მაინც იღებენ მას საკუთარი ნებით.
რა არის GHB?
ჯიეიჩბი პირველად ლაბორატორიებში მე-19 საუკუნეში გაჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი წარმოება ორგანიზმშიც ხდება ბუნებრივად მცირე დოზებით მაშინ, როდესაც საკვები ნივთიერებები იშლება ორგანიზმში. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ის ანესთეტიკად გამოიყენებოდა, გასული საუკუნის 80-იან წლებში მან, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინებმა, დიდი პოპულარობა ჰპოვა სპორტდარბაზისა და კლუბების მოყვარულთა შორის. აღნიშნული წამლის ქუჩური დასახელებებია:
• Easy Lay
• G
• Georgia Home Boy
• Goop
• Grievous Bodily Harm
• Liquid Ecstasy
• Liquid X
• Scoop
GHB, როგორც Party drug – ი
აღნიშნული წამლის მომხმარებლები ამბობენ, რომ ჯიეიჩბის მცირე რაოდენობით მიღება სტიმულანტის როლს თამაშობს, თუმცაღა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეალურად აღნიშნული წამალი ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტია.
მომხმარებლების გადმოცემით, ჯიეიჩბი მათ აძლევს რელაქსაციის ეფექტს, ისევე როგორც ალკოჰოლი, თუმცაღა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით არ იწვევ კოორდინაციის დაკარგვას, ენის ბორძიკს ან ნაბახუსევს, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მისი დიდი დოზით მოხმარება იწვევს გონის კარგვას. ჯიეიჩბის მოქმედების ეფექტი ერთიორად იზრდება ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს და შესაძლოა მომხმარებელმა სულ რამოდენიმე წუთში დაკარგოს გონება.

GHB – ს ეფექტები
ბოლოდროინდელი კვლევები, რომელთა თანახმადაც აღნიშული წამალი არა მხოლოდ ადიქციურია და აქვს მისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა აღკვეთის სინდრომის დროს, არამედ წამალში არსებული დეპრესანრტების ზედოზირებით ადამიანები სიცოცხლესაც კი ემშვიდობებიან.
GHB – ის გვერდით ეფექტები აგრეთვე მოიცავს:
• მეხსიერების ჩავარდნები
• ძილიანობა
• თავბრუს ხვევა
• დაბალი ტემპერატურა
• ღებინება
• ოფლიანობა
• სუნთქვის გაძნელება
• დაბნეულობა
• აჟტაცია
• ჰალუცინაციები
• გულყრა
• გონების დაკარგვა

1990 წლიდან მოყოლებული ამერიკაში დაახლოებით 16 000 ადამიანი დაიღუპა GHB – ის მოხმარების ფონზე.
GHB – ით გარდაცვალების შემთხვევებიდან მომხმარებელთა 64% – ს აღნიშნული წამლის პარალელურად გამოყენებული ჰქონდა სხვა მავნე ნივთიერებაც.

GHB და ადიქცია
მიუხედავად მომხმარებელთა მხრიდან უარყოფისა, GHB იწვევს მასზე დამოკიდებულებას. როდესაც ხდება აღნშნული წამლის გამოყენება რეკრეაციული მიზნებით ხდება ტოლერანტობის განვითარება, შესაბამისად მომხმარებლებს უჩნდებათ სურვილი რომ გამოიყენონ უფროდაუფრო დიდი დოზა სასურველი ეფექტის მისაღწევად. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ GHB არის დეპრესანტი მისი მცირე დოზის მომატებაც კი იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოებებს მომხმარებლებში.
ადიქტოლოგიის სერვის პროვაიდერების ნაწილთა აზრით, GHB არ იქვევს მასზე დამოკიდებულებას, თუმცაღა, არ ეთანხმებიან აღნიშნულს მეორენი.
აღკვეთის სინდრომის დროს დაფიქსირებული სიმპტომები მოიცავენ:
• ინსომნიას
• აღგზნებადობას
• ტრემორს
• გაზრდილ გულისცემას
• მაღალი არტერიული წნევა
• ფსიქოზური აზრები

ცალკეული პროფესიონალების განმარტებით GHB – ის მოხმარების შეწყვეტა ბევრად ძნელია, ვიდრე ჰეროინისა“ – წერს ზურაბ სიხარულიძე.

წინა პოსტი

ვუგულშემატკივროთ ლაშა ტალახაძეს - მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო

შემდეგი პოსტი

საგანგებო გაფრთხილება ბაგა-ბაღების პერსონალსა და მშობლებს