მთავარი»სამართალი»ახალგაზრდას, რომელმაც ქორწინების მიზნით 17 წლის გოგო მოიტაცა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ახალგაზრდას, რომელმაც ქორწინების მიზნით 17 წლის გოგო მოიტაცა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

6
გაზიარებები
Pinterest Google+

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული გ. მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლები აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა.

სამართალდამცველებმა გ.მ. ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

წინა პოსტი

„ჩემი რეიტინგი არ დაცემულა, როგორც პრეზიდენტი რა რეიტინგითაც შევედი, იგივეთი დავამთავრე“

შემდეგი პოსტი

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა