მთავარი»საზოგადოება»აღდგება თუ არა ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა?

აღდგება თუ არა ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა?

7
გაზიარებები
Pinterest Google+

აღდგება თუ არა ზოგადი უნარების გამოცდა – ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, აბიტურიენტებს აწუხებს. ბოლო ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა განათლების მინისტრის გადადგომამ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩინა.

კლასების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აინტერესებთ, დააბრუნებენ თუ არა უნარების გამოცდებს. ასევე, აბიტურიენტთა ფეისბუქ-ჯგუფებში აქტიურად განიხილავენ ამ საკითხს.

“ამბობენ, რომ უნარები დაბრუნდებაო, მართალია?”

“ლამის ნახევარი წელი გავიდა, ვემზადები და ახლა თქვეს, უნარები დაბრუნდებაო, მეშინია, რომ დრო არ მეყოფა, ხომ არ იცით, მართალია?” – წერენ აბიტურიენტები სოციალურ ქსელებში.

mshoblebi.ge გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ ზოგადად, გამოცდებზე რაიმე საგნის დამატება, შეცვლა, უშუალოდ განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. რაც შეეხება განათლების

სამინისტროს, იქ ჯერჯერობით ახალი მინისტრის ვინაობაც არ არის ცნობილი. ყოფილი მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ, გადადგომის დროს გაკეთებულ განცხადებას თუ დავეყრდნობით, მის დროს დაწყებული რეფორმები გაგრძელდება და კურსი შენარჩუნდება:

„ამ ეტაპზე, როდესაც განათლების რეფორმა სისტემურად მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც სისტემა სწორ გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის შემდეგ.

მშობლები.ჯი

წინა პოსტი

„სანამ სასწრაფოში არ შევსვით, არ დაიშალნენენ“ - რა მოხდა ღვინის აღმართზე?

შემდეგი პოსტი

ანტვერპენში გია ყანჩელის ძეგლი დაიდგმება