მთავარი»სამართალი»ადვოკატის განცხადებით, თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა

ადვოკატის განცხადებით, თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა

9
Shares
Pinterest Google+

პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საძაგლიშვილის ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ განუცხადა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავია. როგორც გაბუნია აცხადებს, მან საძაგლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფორმა 100 იმ კლინიკიდან წამოიღო, სადაც ბრალდებული მკურნალობას გადიოდა. გაბუნია აღნიშნულს საქმის მასალებს დაურთავს.

თამარ საძაგლიშვილს ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.

ცნობისთვის, შემთხვევა პეკინის ქუჩაზე რამენიმე დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

თამარ საძაგლიშვილს საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება. საძაგლიშვილს ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

წინა სტატია

15 წლის ბიჭმა მცირეწლოვან დას სავარაუდოდ, მარიხუანა მოაწევინა - შსს საქმეს იძიებს (ვიდეო)

შემდეგი სტატია

„ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები მაღალი არ არის“ - კახა ოქრიაშვილი