მთავარი»მსოფლიო»ადამიანები, ვინც ინტერნეტით შეურაცხყოფენ სხვების ღირსებას უნდა მოკვდნენ“- რამზან კადიროვი

ადამიანები, ვინც ინტერნეტით შეურაცხყოფენ სხვების ღირსებას უნდა მოკვდნენ“- რამზან კადიროვი

7
გაზიარებები
Pinterest Google+

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ისინი, ვინც ონლაინ „შეურაცხყოფენ სხვების ღირსებას“ უნდა მოკვდნენ. ამის შესახებ The Moscow Times-ი „ბიბისის“ რუსულ ვერსიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, კადიროვი საუბრისას გულისხმობდა რუსეთის კანონს, რომელიც იმ პირთა დასჯას ეხება, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი „უპატივცემლობას“ გამოხატავდნენ.

„თუ მათ არ შევაჩერებთ სიკვდილით, ციხით, შეშინებით, მათ ვინც არღვევენ ხალხის ერთობას ჭორებისა და შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელებით, აღარაფერი მოხდება“, – განაცხადა კადიროვმა.

მისი თქმით, ეს არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც კანონს არ არღვევენ. „სხვა დანარჩენი ყველა მახინჯი, მოღალატე და ყველა სახის შიზოფრენიკია. ჩვენ ისინი უნდა შევაჩეროთ“, -აცხადებს კადიროვი და დასძენს, რომ ის მზადაა ნებისმიერი სასჯელი მიიღოს ამისთვის.

„დაე დამიჭირონ, ან მომკლან. 45 წლის ვარ, სხვა რისი გაკეთება შემიძლია მსოფლიოსთვის?“-ამბობს კადიროვი.

ipn

წინა პოსტი

მარნეულის სასურსათო ქარხნის წითელ ტყემალში, არასაკვები საღებავი არ აღმოჩნდა

შემდეგი პოსტი

„86 წლის პატრიარქს დაუპირისპირდნენ სინოდიდან გავარდნილი და იქ მყოფი „ბიჭები“...