მთავარი»პოლიტიკა»„აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ, შეხვედრა დამთავრდა უშედეგოდ“

„აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ, შეხვედრა დამთავრდა უშედეგოდ“

7
გაზიარებები
Pinterest Google+

სამწუხაროდ, შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ, – ამის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით, პირველი – მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ პრესს საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ან ე.წ.ხელისუფლება არ წამოვიდოდა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მმართველი გუნდი აბსოლუტურად არაფრისთვის არ იყო მზად და უარი თქვა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის განხილვაზე.

„მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი –  აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ. არავითარი არც წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. მესამე – კატეგორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც მოამზადა ოპოზიციამ და, რომელზეც გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. მეოთხე – ჩვენ დავადასტურეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ სამწუხაროდ, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. თუ იქნება მეორე რაუნდი, ჩვენ დავადასტურეთ, რომ დავესწრებით, არ მივცემთ არასოდეს ე.წ. „ქართულ ოცნებას“ და მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია მზად არ არის საუბრისთვის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმიროში“, დიპლომატების მონაწილეობით, 10:00 საათიდან მიმდინარეობდა.

წინა პოსტი

კიევში ბანკი ააფეთქეს და ფული გაიტაცეს (ვიდეო)

შემდეგი პოსტი

„გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება“