მთავარი»საზოგადოება»ირაკლი კვირიკაძე ოსკაროსან ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს

ირაკლი კვირიკაძე ოსკაროსან ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს

12
გაზიარებები
Pinterest Google+

ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე რეჟისორ დანტე სპინოტის ფილმში Now is Everything ამერიკელ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს. ამის შესახებ at.ge – ი წერს.

ფილმში ცნობილი ვარსკვლავების შთამომავლობი მონაწილეობენ. ენტონი ჰოპკინსის გარდა ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი.

სააგენტოს ინფორმაციით, ფილმში კიდევ ერთი ქართველი მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს, სწორედ მან გააცნო ირაკლი რეჟისორ დანტე სპინოტის. გადაღებები აგვისტოში დასრულდება. ფილმს კინოფესტივალებზე წარმოადგენენ.

20 თებერვალს, ქართველ მსახიობს, ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. ათეულში ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის წარადგინეს.

წინა პოსტი

„რა არის ციხის მაღაზიაში 1 კგ.მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს?“ - ირაკლი ოქრუაშვილი თეა წულუკიანს მიმართავს

შემდეგი პოსტი

საქართველოს სახელით „ოსკარის“ ხუთეულისთვის „შინდისი“ იბრძვის და ძალისხმევა ამ ფილმის პოპულარიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული