მთავარი»საზოგადოება»სპეცდანიშნულების რაზმი „ამირანთან“ – პოლიციამ ორი პირი დააკავა

სპეცდანიშნულების რაზმი „ამირანთან“ – პოლიციამ ორი პირი დააკავა

9
გაზიარებები
Pinterest Google+

კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა.  ისინი კინოთეატრის შესასვლელთან განლაგდნენ.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.

პოლიციამ ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ, რომლებიც „არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“.

„აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს,“ – განაცხადეს შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყებაში ამბობენ, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ipn

წინა პოსტი

აქციის მონაწილეები დავით ბერძენიშვილს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

შემდეგი პოსტი

საგანგებო თათბირი საპატრიარქოში - მეუფე შიომ მღვდელმთავრები დაიბარა