მთავარი»საზოგადოება»ხვალ ზუგდიდში პატრიარქის მხარადამჭერი აქცია გაიმართება

ხვალ ზუგდიდში პატრიარქის მხარადამჭერი აქცია გაიმართება

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ქალაქ ზუგდიდში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება.

პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობის ორგანიზატორების განცხადებით, ზუგდიდი-ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, დადიანების ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოდან, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძრამდე, ილია მეორის მხარდასაჭერი მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება.

“ლიტანიობის შემდეგ მეუფე ჩაატარებს პარაკლისს, მოგიწოდებთ ყველას გამოხვიდეთ პატრიარქის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსვლელობა 9 ნოემბერს 13:00 საათზე დაიწყება.

წინა პოსტი

„ქართული მარშის“ წევრებმა ფილარმონიასთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს

შემდეგი პოსტი

აქციის მონაწილეები დავით ბერძენიშვილს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)