მთავარი»სამართალი»„სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული“

„სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული“

9
გაზიარებები
Pinterest Google+

„როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიერ გაკეთებულია განცხადება, აღნიშნული ფილმის ჩვენების ჩაშლასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მოხდეს ფილმის ჩაშლა და საზოგადოების ორი მხარის ერთმანეთში დაპირისპირება.

შესაბამისად არა მარტო ამ კინოთეატრში, არამედ თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში მობილიზებულია საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა გამოხატვის თვისუფლების დაცვა, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი მანდატის შესაბამისად.

მობილიზებულია ადეკვატური ძალები, სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული,“ – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე.

წინა პოსტი

კინოთეატრებთან პოლიციაა მობილიზებული

შემდეგი პოსტი

საბერძნეთში 14 წლის გოგომ მძინარე დედას დანით 8 ჭრილობა მიაყენა