მთავარი»Slider»„მე მქონდა ინფორმაცია, რომ მეუფე პეტრე ეცდებოდა სკანდალური ამბის გაჟღერებას, ეს ხალხი არ გაჩერდება“

„მე მქონდა ინფორმაცია, რომ მეუფე პეტრე ეცდებოდა სკანდალური ამბის გაჟღერებას, ეს ხალხი არ გაჩერდება“

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ორიოდე დღის წინ, ბლოგერმა და ლგბტ აქტივისტმა გიორგი კიკონიშვილმა სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, რასაც როგორც მოსალოდნელი იყო, მორწმუნე ადამიანების  აღშფოთება მოჰყვა. მომხდასრის შემდეგ„პროგრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ბედი ეწია ემზარ კვიციანის მიერ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტრელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კენჭისყრიდან მოხსნა და კანონპროექტის ავტორს,ორგანიზაციაერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელ ზვიად ტომარაძეს დავუკავშირდით.

_ ეს მეორე შემთხვევა იყო. მანამდე, 2016 წელს, პარლამეტში კანონპროექტი სოსო ჯაჭვლიანმა წარადგინა. უფრო ადრე, იზორიას მინისტრობის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა წარდგენილი კანონ-პროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სხვადასხვა ცვლილებებს ითვალისწინებდა, თუმცა სამინისტრომ კანონპროექტი პირდაპირ მეორე მოსმენაზე გაიტანა და პროცედურული ნორმები დაირღვა. შესაბამისად, ამ საკითხს მსვლელობა არ მოჰყვა. ამის შემდეგ პარლამენტში კანონპროექტის გატანა სოსო ჯაჭვლიანს შევთავაზე. პროექტს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმაც მხარი დაუჭირა, თუმცა რატომღაც საპატრიარქოს მხარდაჭერა ვერ მივიღეთ, რაც კანონპროექტის უკან გაწვევის მიზეზი გახდა. ამის შემდეგ კანონპროექტი ბატონ ემზარს შევთავაზე. განმარტებით ბარათში მეწერა, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ევროპის წამყვან ქვეყნებში სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. არასამთავრობები ამას არ უარყოფდნენ, თუმცა  ამბობდნენ, რომ იქ ეს სასჯელები რეალურად, არ მუშაობს. არ მუშაობს რას ქვია, კანონი მიღებული აქვთ და თუ არ მუშაობს, ესე იგი საზოგადოებრივი შეგნების დონე გაცილებით მაღალია და ასეთი შეურაცხყოფის ფაქტები არ ხდება, რაც ჩვენთან.  საქართველოში ასეთი კანონის არსებობა აუცილებლობამ მოიტანა, რადგან ვისაც არ ეზარება, სასულიერო პირებს, რწმენას, ღმერთს და ა.შ. ყველა შეურაცხყოფას აყენებს. არა მხოლოდ მართლმადიდებლურს, თუმცა ძირითადი შეტევის ობიექტი რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური რწმენა გახდა.
_  ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ენჭისყრიდან მოხსნის მიზეზი რა გახდა?
_ როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა მოხდა, ქალბატონმა სოფო კილაძემ შემოგვთავაზა, რომ შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი და რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ამ კომისიაზე მომხდარიყო. იქ უნდა გადაგვეწყვიტა ერთიანი კანონი იქნებოდა თუ ცვლილებები სხვადასხვა კანონში შევიდოდა. ჩვენ ამ შეთავაზებას დავთანხმდით, თუმცა შემდეგ, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე პირველი სხდომა გაიმართა, აღმოჩნდა, რომ ყველა  კონფესიის წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. მაშინვე ვთქვი, რომ  აზრთა ასეთი სხვადასხვაობის პირობებში არანაირი შედეგი არ იქნებოდა და ასეც მოხდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სრულიად სხვა ინტერესები ამოძრავებდათ. მათი ძირითადი მიზანი იყო რელიგიური უმცირესობების ყველანაირი ხელშეწყობა და ეს რომ დავინახე, შემდეგ სხდომებს აღარ დავსწრებივარ.
_ თქვენი აზრით, რატომ არის აუცილებელი ასეთი კანონმდებლობის არსებობა და არარსებობაში რა საფრთხეს ხედავთ?
_ ერთ-ერთ გადაცემაში, რომელსაც ზვიად ქორიძე უძღვებოდა, დავსვი კითხვა, რომელიც გადაცემიდან ჩემს სხვა სიტყვებთან ერთად ამოჭრეს. მაშინ ახალი მომხდარი იყო ელტონ ჯონზე უწყინარი ხუმრობის გამო სალომე გოგიაშვილისა და დავით ქაცარავას გათავისუფლება ტელეკომპანია „იმედიდან“. ოპონენტებს, რომლებთანაც აშკარა უმცირესობაში აღმოვჩნდი, ვკითხე, ეთანხმებოდნენ თუ არა უწყინარი ხუმრობის გამო ადამიანების სამსახურიდან გაშვებას. მიპასუხეს რომ დიახ, ისინი ამას ეთანხმობოდნენ. მაშინ კითხვა შევუბრუნე – თუ უწყინარი ხუმრობის გამო, ადამიანებმა სამსახური უნდა დაკარგონ და  ლუკმა პურის გარეშე უნდა დარჩნენ, რატომ არ უჭერთ მხარს, რომ ღმერთისა და ეკლესიის შეურაცხყოფა ჯარიმით ისჯებოდეს. კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, თუმცა, როგორც გითხარით, საბოლოოდ, გადაცემიდან ამის ამოჭრა მოხდა. ასე, რომ კანონის არსებობა ნამდვილად აუცილებელია.  ყველაზე მთავარია ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების: სექსუალური ორიენტეცია და გენდერული იდენტობის ამოღება, თუმცა დღევანდელი პარლამენტის პირობებში ძალიან საეჭვოა, რომ ასე მოხდეს.
_ საუბრის ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხავთ სინოდის სხდომის შემდეგ მომხდარზე. თქვენი აზრით, რა მიზანი ამოძრავებ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს და რეალურად თუ არსებობს ქართული ეკლესიის გახლეჩის საფრთხე?
_ მე სინოდის წინა დღეს გავმართე პრესკონფერენცია და იქ ვთქვი, რომ სინოდზე საუბარი არა მარტო მეუფე იაკობზე, არამედ მეუფე პეტრესთან დაკავშირებითაც იქნებოდა. მე მქონდა ინფორმაცია, რომ მეუფე პეტრე ეცდებოდა სკანდალური ინფორმაციის გაჟღერებას და ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ამას გულისხმობდნენ მამალაძის საქმეზე შანტაჟის დროს – აი  ჩვენ ვიტყვით, თუ ასე არ მოხდება და ა.შ. ძნელი სათქმელია, რა მოხდება მომავალში, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მეუფე პეტრე და ის ადამიანები, რომლებიც მის გარემოცვას წარმოადგენენ, არ გაჩერდებიან. რადგან დაიწყეს, ალბათ ბოლომდე შეეცდებიან თქვან თავიანთი სათქმელი.

„პროგრესნიუსი“

წინა პოსტი

„გვარამიას პოსტზე არც სახალხო დამცველი აღშფოთებულა და არც ბაბუცა პატარაიას კანტორა. ისმის კითხვა, რატომ?“

შემდეგი პოსტი

„მთავრობას და მედიას მოვუწოდებთ, ხელი შეუშალონ ამ ფილმის ჩვენებას“