მთავარი»Slider»„თუ პეტრე ცაავა ბერძნული ეკლესიის შეთავაზებას მიიღებს, ეს ქართულ ეკლესიაში განხეთქილების შეტანის საფუძველი იქნება“

„თუ პეტრე ცაავა ბერძნული ეკლესიის შეთავაზებას მიიღებს, ეს ქართულ ეკლესიაში განხეთქილების შეტანის საფუძველი იქნება“

10
გაზიარებები
Pinterest Google+

საპატრიარქოს გარშემო ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე საზოგადოება ეკლესიის წიაღში ცვლილებების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ისინიც კი, ვინც პატრიარქს სრულ და უპირობო მხარდაჭერას უცხადებს, აღიარებენ, რომ ეკლესიაში ყველაფერი წესრიგში არაა.
„სრული მხარდაჭერა პატრიარქს !!! ამავე დროს მოსაშლელია ის მაფიოზური კლანები,რომლებიც შიგნიდან ანგრევენ ეკლესიას (შორენას კლანი, ჯაღმაიძის კლანი და ა.შ.) დისკრედიტირებული სასულიერო პირები უნდა მოცილდნენ ეკლესიას, მათ ადგილას უნდა მოვიდნენ შავი ბერები, რომლებიც ცხოვრობენ მონასტრებში, არ ერევიან პოლიტიკაში და თავისი სალოსური-წმინდა ცხოვრებით მაგალითნი არიან თითოეული ქართველისთვის !!! დიახ – სასწარაფოდ უნდა გაიწმინდოს ეკლესია და ეკლესიის მმართველობაში მოვიდნენ შავი ბერები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი !!“ – ეს განცხადება „ქართული მარშის“ სახელით სანდრო ბრეგაძემ გაავრცელა.
ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ „პროგრესნიუსი“ პუბლიცისტ ლევან ცალუღელაშვილს დაუკავშირდა, რომელიც წლების მანძილზე რელიგიურ თემებზე მუშაობდა.

_ დავიწყებ იმით, რომ სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთისგან გამიჯნულიდა უნდა იყოს, რადგან  პოლიტიკასა და სამღვდელოებას შორის ასეთი ხელიხელჩაკიდულობა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში და მისი დამსახურება სახელმწიფოს კონსტიტუციის დონეზე აქვს აღიარებული, თუმცა კონსტიტუციის ამ ჩანაწერს რეალობაში ცოტა სხვაგვარი განხორციელება მოჰყვა.
_ რას გულისხმობთ?
_ მოგეხსენებათ, საპატრიარქოს ქონება გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადიდიდან. ამას მოჰყვა ის, რომ საპატრიარქოს სახელმწიფოს უამრავი ქონება გადაეცა და საბოლოო ჯამში, არავინ იცის საპატრიარქოს სახელით გახსნილი საწარმოები, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან,  მართლა საპატრიარქოს მიერ გახსნილია თუ არა. რეალურეად, ამ საწარმოების საფუძველზე ეპარქიები და რა თქმა უნდა, მამაოებიც იღებენ შემოსავალს. ალბათ, ასე მივიღეთ ეს გავლენიანი სასულიერო პირები, რომლებსაც უკვე იმდენი ქონება დაუგროვდათ, რომ სხვადასხვა ამბიციები გაუჩნდათ. გამოიკვეთა მათი ინტერესები მათთვის სასურველ პოლიტიკურ ფიგურებთან და პოლიტიკურ ძალებთან. ისტორიულად, გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში სასულიერო პირები საერო ხელისუფლებასაც კი აძლევდნენ მიმართულებას, მაგრამ დღეს სრულიად სხვა რეალობა გვაქვს. გრიგოლ ხანძთელის პერიოდში სასილიერო პირებს სულიერების მაღალი სტანდარტი ჰქონდათ, თუმცა დღეს ამას ვერ ვიტყვით. თუნდაც ის ფაქტი, რომ უმაღლესი სასულიერო პირები ერთმანეთს საშინელ  ცოდვებში ბრალს სდებენ, არ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს სასულიერო პირებში არის სარწმუნოების მაღალი შეგნება.  საეკლესიო სამართლის მიხედვით მხილება შესაძლებელია, თუმცა მასაც თავისი  ხასიათი აქვს..
_ მეუფე იაკობის ბოლოდროინდელმა განცხადებამ და სინოდის ბოლო სხდომაზე მომხდარმა საზოგადოებაზე ისე მძიმედ იმოქმედა, რომ ზოგის აზრით, მედიამ საერთოდ უარი უნდა თქვას რელიგიური თემების გაშუქებაზე.
_ მოგეხსენებათ, როცა სჯულის კანონი დაიწერა, მაშინ მასმედია იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს, არ არსებობდა. რა თქმა უნდა, მხილებაც ხდებოდა, ცოდვა მაშინაც ცოდვა იყო, თუმცა ასეთი თემები მთელი ქვეყნის მასშტაბით არ ხმაურდებოდა. დღევანდელმა მედიამ  და ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა, რომ ამ სახის ინფორმაციამ  მრევლზე და ზოგადად, ერზე ძალიან დამთრგუნველად იმოქმედოს.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ძალიან შეშფოთებულები არიან იმით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. გაუაზრებელი განცხადებები და გაუაზრებლობაში ვგულისხმობ იმას, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია შორეულ პერსპექტივაში, ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზეც და ქართველი ემიგრანტების სულიერ მდგომარეობაზე. ამიტომ ასეთი თემების გაშუქების დროს გონიერებაა საჭირო.
_ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეტრე ცაავას ბერძნულმა ეკლესიამ მღვდელმასახურება შესთავაზა და ამ თემაზე ბერძენ ეპისკოპოსებსა და ყოფილ მეტროპოლიტს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა.
_ თუ პეტრე ცაავა შეთავაზებას მიიღებს, ჩემი აზრით, ეს იქნება ქართულ ეკლესიაში განხეთქილების შეტანის საფუძველი. საქართველოში საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან განხეთქილებაში მყოფი სქიზმატური დაჯგუფების – ე.წ. „კვიპრიანეს სინოდის“ წარმომადგენლობა არსებობს. პეტრე ცაავას შორსმიმავალ გეგმებზე საუბარი კი გამიჭირდება.

 

 

 

წინა პოსტი

„შეურცხყოფას აყენებს პატრიარქს და ეკლესიას“ - პეტრე ცაავა პრეზიდენტზე

შემდეგი პოსტი

„საკუთარის გაწირვა იუდას შეუძლია.. პეტრე ცაავა მეცოდება და არა პატრიარქი!“