მთავარი»Slider»„მახსოვს, როგორ აქებდა, ხელებს და მუხლებს უკოცნიდა პატრიარქს და ასეთი მეტამორფოზა მარტო იმის ბრალი არ უნდა იყოს, რომ თანამდებობიდან მოხსნეს“

„მახსოვს, როგორ აქებდა, ხელებს და მუხლებს უკოცნიდა პატრიარქს და ასეთი მეტამორფოზა მარტო იმის ბრალი არ უნდა იყოს, რომ თანამდებობიდან მოხსნეს“

11
გაზიარებები
Pinterest Google+

„ძალიან მძიმე მოვლენები ხდება. შეტევები დედა-ეკლესიაზე და პატრიარზე ყოველთვის იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, აღსაყდრების დღეს, 1977 წლის 25 დეკემბერს როგორც მერე გაირკვა, სვეტიცხოვლის ტაძრის მთავარი ჭაღის ჯაჭვი იყო გადახერხილი. ამ ფაქტის შესახებ ბატონი სერგო ვარდოსანიძე თავის ნაშრომში წერს. პატრიარქს მტრები არასოდეს არ აკლდა, მაგრამ ის, რაც მოხდა გუშინწინ, რაც მეუფე პეტრემ იკადრა, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ უმაღლეს სასულიერო იერარქს ასეთი უხამსი შეურაცხყოფა მიეყენებინოს საქართველოს სულიერი მამისთვის. ხალხი აღშფოთებულია და მე მინდა გაფრთხილებასავით გადავცე მღვდელმთავარყოფილსა და მის მომხრეებს, რომ ცოტა გონს მოეგონ იმიტომ, რომ ამას შეიძლება უმართავი პროცესები მოჰყვეს. პატრიარქი ისე უყვარს ქართველ ერს, რომ ვერავიზე გაცვლის მას და ამას არასოდეს მიიღებს.
უმადურობა არის ერთ-ერთი უმდაბლესი გრძნობა ადამიანის. მეუფე პეტრე შვილივით გამოზარდა პატრიარქმა. საკუთარი კუთხე – ხევის ეპარქია ჩააბარა და მე კარგად მახსოვს, მეუფე პეტრე რას ლაპარაკობდა უწმინდესზე. მახსოვს, როგორ აქებდა, ხელებს და მუხლებს უკოცნიდა და ასეთი მეტამორფოზა მე ვფიქრობ, მარტო იმის ბრალი არ არის, რომ თანამდებობიდან მოხსნეს და ეპარქია დაატოვებინეს. აქ არის მიზანმიმართული ძალები, რომლებიც დგანან მის ზურგს უკან. არ ვიცი შანტაჟით ჰყავთ ეს კაცი დაჭერილი  თუ აიძულებენ რამეს. ყოველ შემთხვევაში, სიკვდილის მუქარის შიშითაც კი ასეთი რამე არ უნდა გაებედა. გარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხი გვერდით დაუდგება პატრიარქს ბოლო ამოსუნთქვამდე. პატრიარქის ჩოხოსნების სახელით, მე ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. უწმინდესი ამას არ იმსახურებდა არავისგან და მით უმეტეს, თავისი სასულიერო იერარქებისგან. სწორედ პატრიარქმა დააყენა გზაზე, თორემ სად იყო პეტრე, ვის ახსოვდა საერთოდ?“ – ჟურნალისტი, პატრიარქის ჩოხოსანი ზვიად სეხნიაშვილი ვაჟა კაკაბაძის საავტორო გადაცემაში “განათლება – სწორი აზროვნების საფუძველი”.

 

 

წინა პოსტი

დალოცვილი იყავით, მადლობა თანადგომისთვის - კათოლიკოს პატრიარქის ქადაგება (LIVE)

შემდეგი პოსტი

მამა ანდრია სარიამ პროტესტის ნიშნად ჭყონდიდის ეპარქია დატოვა