მთავარი»Slider»„შეხედე ჩემს მუხლებს! გადაყვლეფილი მაქვს  დღე და ღამ მასზე ლოცვით“ – რას ამბობდა მამა გაბრიელი პატრიარქზე?

„შეხედე ჩემს მუხლებს! გადაყვლეფილი მაქვს  დღე და ღამ მასზე ლოცვით“ – რას ამბობდა მამა გაბრიელი პატრიარქზე?

19
გაზიარებები
Pinterest Google+

წმინდა გაბრიელი მკაცრი იყო მათ მიმართ ვინც სამღვდელო პირებს განიკითხავდა. ერთხელ როცა მასთან პატრიარქიც კი განიკითხეს, განრისხებულმა მამა გაბრიელმა განმკითხველს მიმართა:
-როგორ ბედავ! შეხედე ჩემს მუხლებს! ხომ, ხედავგადაყვლეფილი მაქვს დღე და ღამ მასზე ლოცვით? ამას რომ ამბობ, შენ კი გაქვს მისი სიყვარული ?! მე მაქვს უფლება, და თუ საჭიროა, მე ვეტყვი!

ერთხელ, გაბრიელ ბერმა სიონში შესვლისას დაინახა, რომ ზის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ხოლო სტიქაროსნები წინ გადაურბენენ- გადმოურბენენ. მივიდა მასთან მამა გაბრიელი და სიყვარულით უთხრა:

-კათალიკოსო, ეს რა არის, შენი სტიქაროსნები წინ, რომ დაგირბიან! სად არის კათალიკოსის პატივი?

როდესაც პატრიარქი სამთავროში მივიდა, გაბრიელ ბერი მოინახულა და სიმდაბლით სთხოვა, რომ საქართველოსთვის და მისთვის ელოცა.

-კათალიკოსი ხარ და შენ გმართებს ყველას დალოცვაო, -სიმდაბლითვე მიუგო გაბრიელ ბერმა.

ერთხელ, საუბრისას, პატრიარქმა ღმრთივ-გაბრძნობილი სიტყვით მიმართა მამა გაბრიელს :

-ხედავ, გაბრიელ, ჩვენს შორის ღმერთს მეტად ვინ უყვარს? შენ სიგლახაკე გიბოძა, მე კი-წოდება ?!
….
ბერი არავის შეიწყნარებდა, თუ ის წმინდა სამოციქულო ეკლესიას და მის პატრიარქს უპატიოდ შეეხებოდა. ერთ მღვდელმონაზონს მიმართა:

-კარგად დაიმახსოვრე! განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია! ვინც პატრიარქს განუდგება ის სექტაა! ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლას. ადამიანის სიკვდილით დასჯა მხოლოდ მეფეს შეუძლია, ოღონდ, სინოდის გადაწყვეტილებით და მხოლოდ ისეთი ცოდვის გამო, რომელიც კაცს არ ეპატიება, არ სწორდება და სულებს ღუპავს.

იგი არასწორ მოქმედებას მართალი სიტყვითა და გულახდილობით ამხელდა და თუ სახარების მცნება ირღვეოდა, თვით იერარქსაც არ დაერიდებოდა:

-სადაც საჭირო იყო ქრიტე განრისხდა. ეს ჩემი საქმეა და ღვთისგან მაქვს მომადლებულიო, -იტყოდა.

ერთმა მღვდელ-მონაზონმა, წირვის დროს, პატრიარქის მაგივრად გაბრიელ ბერი მოიხსენია. წირვის მერე, როდესაც იგი მასთან მივიდა, ისე, რომ არაფერი უთქვია, მამა გაბრიელმა მკაცრად მიმართა:

-მეორედ არ გაბედო ჩემი მოხსნიება, თორემ წირვა არ დადგება!

როცა თავად მამა გაბრიელი პატრიარქს უმიზეზოდ ლანძღავდა, იქ მჯდომმა მისმა მორჩილმა მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა (მაქარაშვილი) თავი ვეღარ შეიკავა და მიმართა: არ მჯერა, მამა გაბრიელ, რასაც ამბობ!

მამა გაბრიელი მიუბრუნდა და უთხრა:

-არც უნდა დაიჯერო,-და ისევ გააგრძელა ხმამაღლა უწმინდესის ლანძღვა.

ამგვარივე ამბავს ჰყვება ერთი მორწმუნე, სახელად ლაშა.ერთხელ თბილისში მყოფმა მამა გაბრიელმა ღამე მასთან გაათენა, მეორე დღეს წასვლის წინ დაიწყო პატრიარქის ლანძღვა (მაშინ ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული). ლაშა თავისთვის ფიქრობს: “რაც არ უნდა თქვა მამა გაბრიელ, არ დავიჯერებ, რომ მაგას გულით ამბობო”. უეცრად მამა გაბრიელიმობრუნდა, მას მხარზე ნაზად შეეხოდა და უთხრა: “მართალი ხარ ლაშა, და არც უნდა დაიჯერო”.

იყო ასეთი შემთხვევაც.ერისკაცი, ვინმე, უდიერად იხსენიებდა პატრიარქს, იგი რწმენისგან შორს იყო, ბუნებით კი-ძალიან კეთილი. ერთხელ ის მამა გაბრიელის კელიაში მოხვდა. . მან შენიშნა, რომ მაგიდის შუაგულში მამა გაბრიელს პატრიარქის სურათი დაედო

-ერთი ის ქრისტეს ხატი მომაწოდე, მიმართა გაბრიელ ბერმა სტუმარს და როცა მიაწოდა, დაამატა: -ჰოო, ძალიან კარგი, იმ მაგიდაზე დაასვენე, სადაც პატრიარქის სურათია. ქრისტეს ხატი პატრიარქის სურათის გვერდზე დაასვენებინა.ამით ყველაფერი ცხადი გახდა.
….
ერთხელ სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიამ, დედა ქეთევანმა, შესჩივლა, აღარ შემიძლიან, ჯვარი უნდა მოვიხსნაო. ბერი შეყოვნდა, ჩვეულებისაებრ ხატებისაკენ მიბრუნდა, ხელებაპყრობილმა ილოცა და შემდეგ დასძინა: “.? მოთმინება იქონიე, დაო და დედაო, შენით ნუ მოიხსნი ჯვარს, ვინც მოგხსნის, პასუხს იგი აგებს განა პატრიარქს არ უჭირს შენ არ იცი,” ქათალიკოსის “ჯვარი რა მძიმეა, იგი ხომ ორ ჯვარს ატარებს-ერისას (მეფისას-ზოგ ვარიანტში ასე სწერია) და ეკლესისას, იმან რაღა ქნას? ბევრი განსაცდელი გელოდება, ღმერთი ღუმელში შეგაგდებს, რომ გამოგცადოს და განგწმინდოს “…

დიახ, მძიმეა კათალიკოსის ჯვარი. იგი ხომ მათზეც აგებს პასუხს ვისაც ხელნი დაასხა. ერთ მოძღვარი, რომელიც იმ ძმათა მკვლელის დროს პატრიარქს განიკითხავდა, ბერმა შეაჩერა და უთხრა: “. შენ პატრიარქს დაუჯერე, მაგის ნაკურთხი ხარ და მაგის კურთხევით დადიხარ, მე კი სულიწმინდის კურთხევით დავდივარო”

ერთხელ, როდესაც სამთავროს მონასტერში მობრძანდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მამა გაბრიელი ეკლესიის შესასვლელთან წინ გადაუდგა “გაბრიელ შენთან არ მოვსულვალო” -. მდაბლად უპასუხა პატრიარქმა, ტაძარში აღარ შევიდა და მონასტრის შენობისკენ, კიბეს, ზემოთ აუყვა. ამ ამბავს ერთი ერთი ერისკაცი იხსენებს:.. “ამის შემხედვარე უხერხულობისაგან არ ვიცოდი რა მექნა ცოტა ხანში გაბრიელ ბერმა თავის სენაკში შემიყვანა სენაკის შუაში, ლამაზ ჩარჩოში პატრიარქის დიდი პორტრეტი ჰქონდა ჩასვენებული, რომელიც პატარა ტაბლაზე იქნა დასვენებული.მივიდა ამ სურათთან, ეამბორა, სიყვარულით გულში ჩაიკრა , მოეფერა, მერე ჩემსკენ მოტრიალდა და მითხრა:

. -ისეთი პატრიარქი როგორიც ჩვენია, არავის არ ჰყავს. მე ძალიან გამიკვირდა, როგორ შეიცვალა ბერი და სიყვარულით ახსენა პატრიარქი.წუთების უკან კი თითქოს სხვა ადამიანი იყო ”
….
… 1995 წელი იდგა. მაშინ მრავალი წლის მერე, პირველად გაიმართა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სამღვდელო კრება. რატომღაც, იყო მოლოდინი, რომ ამ კრებაზე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ჩვენი ეკლესია ეკუმენისტურ მოძრაობიდან გამოვიდოდა. ირგვლივ ვნებები დუღდა. გულადუღებული, ჩემი სულიერი ძმა, დავითი მამა გაბრიელს მიადგა.კრიჭა აქვს შეკრული. რამე მითხარიო-უთხრა მამა გაბრიელმა, მაგრამ დავითი ვერაფერს ამბობს. მაშინ, მამა გაბრიელმა მოუყვა გულში რა ცეცხლი უტრიალებდა, უწინასწარმეტყველა საქართველოს მომავალი და გაამხნევა, რომ არც ისე უიმედოდ იყო საქმე. მერე კი ბრძანა, კუბო ამომიტანეთო და კიბის ზემოთ, თავში დაადგმევინა: კრების მონაწილენი რომ ამოვლენ, დაინახავენ, შეეშინდებათ და გაახსენდებათ, რომ მოკვდავნი არიანო. როცა პატრიარქი ამობრძანდა, ბერსა ჰკითხა: “მამა გაბრიელ, ეს კუბო აქ რად დაგიდგავს?” – “შიგ ეკუმენისტები უნდა ჩავასვენო და რომის პაპს გავუგზავნოო, ოღონდ პაპს ჩემს კუბოს ვერ დავუთმობო” -უპასუხა ევლოგი სალოსის შთამომავალმა. პატრიარქს გაეღიმა, მამა გაბრიელმაც ღიმილითვე, სალოსურად უპასუხა: “დავლიოთ” და პატრიარქს შეჰყვა შენობაში.

 

წინა პოსტი

2  ნოემბერი  მამა  გაბრიელის  ხსენების  დღეა

შემდეგი პოსტი

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მატარებლების მოძრაობა აღდგა