მთავარი»Slider»ქალაქს, რომელსაც ტრამვაი-ტროლეიბუსი აღარ აქვს, მოგვწონს თუ არა, სამარშრუტო ტაქსი ჭირდება

ქალაქს, რომელსაც ტრამვაი-ტროლეიბუსი აღარ აქვს, მოგვწონს თუ არა, სამარშრუტო ტაქსი ჭირდება

7
გაზიარებები
Pinterest Google+

ოქტომბრის დასაწყისში კახა კალაძემ თბილისში მიკროავტობუსების წარმოების შესაძლო დაწყება და ახალი სამარშუტო ტაქსების გამოჩენა დააანონსა
გვაქვს რამდენიმე შეთავაზება, პირველი ეს არისფორდისახალი მიკროავტობუსების შემოყვანა და მეორე ეს არის საქართველოში წარმოების დაწყება. რასაც ჩვენ მივესალმებით. მიკროავტობუსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, შიგნით საკმაოდ კომფორტულია, აღჭურვილია კონდიცირების სისტემით და გათბობით. 17 დასაჯდომი ადგილია. თუ ეს კომპანია ამ მიკროავტობუსების წარმოებას საქართველოში მოახერხებს კარგი იქნება. მისასალმებელია ის, რომ საქართველოში მოხდება მიკროავტობუსების გამოშვება და მისასალმებელია ის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება“-განაცხადა კალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით,  ქართული წარმოების მიკროავტობუსი, რომელსაცელვაერქმევა, რუსული კომპანიაГруппа ГАЗ“-ის მიერ წარმოებული ГАЗель NEXT –ის იდენტური იქნება და ამ პროექტში ინვესტორი $30 მილიონის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია თბილისის მერიას ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევასა და რუსული კომპანიისთვის სასათბურე პირობების შექმნაში ადანაშაულებს. რუსულ კომპანიას შექმნილი აქვს სასათბურე პირობები საქართველოში, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ტენდერის გზით დედაქალაქის მოსახლეობას შერჩეს “газ-ისავტობუსები, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.”- აცხადებენ ასოციაციაში.  
თბილისის ტრანსპორტის პრობლემებზე და დედაქალაქის ავტოპარკის განახლებისთვის “газ-ისმიკროავტობუსების შესაძლო შემოყვანაზე „პროგრესნიუსს“ მძღოლთა ასოციაცის „ტასატის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ კაჭკაჭური ესაუბრა:

 _ თბილისში ტრანსპორტირება დიდი ხანია, პრობლემას წარმოადგენს. მდგომარეობა განსაკუთრებით ტაქსებზე ახალი რეგულაციების დაწესების შემდეგ გაუარესდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ  პრობლემების მიუხედავად, ეს წესრიგის დამყარების მცდელობას ჰგავს, რაც ძალიან კარგია. თეთრი სტიკერებიც საკმაოდ მოსახერხებელია მძღოლისთვის – ადვილად ეკვრება და ადვილად ძვრება.
 _ ერთი თვის წინ შავი ფერის ტაქსით მგზავრობა მომიწია. მძღოლს ვკითხე, თეთრ ფირს რატომ არ აკრავდა და ფირის აძრობის შემდეგ საღებავ ფუჭდებაო – ამიხსნა.
_ არავითარ შემთხვევაში! სამარშრუტო მიკროავტობუსებზე სარეკლამო ფირებს წელიწადში 20-ჯერ აკრავენ, მაგრამ მაგით გაფუჭებული მანქანა არ მინახავს. პირიქით, ფირი საღებავს ინახავს და თვითონ თუ არ იციან, შეუძლიათ გამოცდილ მძღოლებს კითხონ. ნამდვილი მიზეზი იცით რა არის?  ნახევარი წლის წინ მძოლებს 700 ლარიანი ვაუჩერები დაურიგეს – წადით, მანქანები გადაღებეთ ან ფირები გადააკარითო.  მძღოლებმა ეს ვაუჩერები ჯიბეში ჩაიდეს და 1 ოქტომბერი რომ მოვიდა, მერე გაახსენდათ. სერვის-ცენტრებში 200-300 კაციანი რიგებია და 2 თვე არ ეყოფა, რომ ყველა მსურველმა შეღებოს ან ფირი გადაკრას მანქანას. ეს რომ ეტაპობრივად გაკეთებულიყო, ყველა მოასწრებდა, მაგრამ მძღოლებმა იფიქრეს, რომ ეს პროექტიც ისე გაჩერდებოდა, როგორც ბევრი სხვა და თავი არ შეიწუხეს. იცით, როგორ მუშაობს ფერადი ტაქსი? თეთრი ტაქსს უკან მიჰყვება და მგზავრი თუ თეთრი ტაქსის მძღოლს ფასზე თუ ვერ შეუთანხმდა, წაყვანას სთავაზობს.
_ ტაქსის ნიშნის გარეშე მოძრავ ავტომობილით მგზავრობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, არ მეთანხმებით?
_ გეთანხმებით, მაგრამ ეს დროებითია. ვფიქრობ, 2-3 თვეში ყველა ტაქსის მძღოლი მოაწესრიგებს მანქანას. სავარაუდოდ, რეფორმის მესამე ეტაპზე ამ ტაქსებს დღეგამოშვებით მისცემენ მუშაობის უფლებას. ეს ქალაქის საცობებისგან განტვირთვასაც ხელს დაეხმარება და მძღოლსაც დაასვენებს, რომ  24 საათი არ იმუშაოს.
_ რეფორმის დაწყება იმ დროს დაემთხვა, როცა სამარშრუტო ტაქსის ბევრი ხაზი გაუქმებულია და მოქმედ ხაზებზე მანქანების რაოდენობა განახევრებული. ალბათ მეტროსა და ავტობუსებში მგზავრთა ნაკადის გაორმაგების მიზეზი ესეც უნდა იყოს.
_ სამარშრუტო ტაქსები გაუქმების ზღვარზეა მისული, რაც ქალაქში ტრანსპორტირების მხრივ პრობლემებს ქმნის. ქალაქს, რომელსაც აღარც ტრამვაი აქვს და აღარც ტროლეიბუსი, მოგვწონს თუ არა, სამარშრუტო ტაქსი ჭირდება. დაახლოებით, ერთი თვის წინ საჩვენებლად შემოიყვანეს რუსული გაზელის ტიპის 19 და 16 კაციანი მანქანები, რომლებმაც შეიძლება ყვითელი სამარშრუტო ტაქსები ჩაანაცვლონ. ეს არის იაფი მანქანები, რომლის მომსახურეობა მძღოლსაც და კომპანიასაც იაფი დაუჯდება.
_ ამ მიკროავტობუსებზე ამბობენ, რომ ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება.

_  ასე არ არის. ეს არის კომფორტული მანქანა, რომლის მომსახურეობა მძღოლს ორჯერ იაფი დაუჯდება და ორჯერ ნაკლები გადასახადი ექნება. შესაბამისად, ხაზზეც ორჯერ მეტი მანქანა გამოვა და ტრანსპორტის დეფიციტის პრობლემაც მეტ-ნაკლებად მოგვარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან გაძვირებული საწვავის პირობებში მანქანა საკუთარ თავს ვეღარ ინახავს. მძღოლები ვერ ახერხებენ  ძვირადღირებული უცხოური ნაწილების შეძენას. შედეგები სახეზეა – უამრავი ყვითელი მიკროავტობუსი მიგდებულია და მძღოლს გაკეთებაც არ უღირს. არ დაგავიწყდეთ, რომ დიდი ხანია ცდილობენ, მიკროავტობუსებით მგზავრობა 1 ლარი გახადონ მგზავრობა. თუ ეს „გაზელები“ იაფად შემოვა და მძღოლს იაფად მისცემენ, არც მგზავრობის საფასური გაძვირდებამგზავრისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

„პროგრესნიუსი“

 

წინა პოსტი

„ეს მორწმუნე მრევლის ღირსების საკითხია და იმდენს ნუ იზამთ, მთელი ერი ფეხზე დადგეს!“

შემდეგი პოსტი

„დაწყებულია ბინძური, ყველა წესს მოკლებული პროცესი“