მთავარი»საზოგადოება»92-ე საჯარო სკოლაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა

92-ე საჯარო სკოლაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა

12
გაზიარებები
Pinterest Google+

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფექციის ნიშნები რამდენიმე მოზარდს აღენიშნება.

ამის გამო, მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებს. სასწავლო პროცესს უკვე რამდენიმე დღეა მოსწავლეების გარკვეული ნაწილი არ ესწრება. მშობლები დროულ და ეფექტიან რეაგირებას ითხოვენ.

92-ე სკოლის დირექტორი, მიხელ ჩიქოვანი სკოლაში მენინგიტის შემთხვევას ადასტურებს. მისი თქმით, ინფექციური დაავადება მეოთხე კლასის მოსწავლეს დაუფიქსირდა, რომელიც ამ დროისთვის მკურნალობას პალატაში გადის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მიხელ ჩიქოვანი ამბობს, რომ სკოლაში შემთხვევის გამოვლენისთანავე, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„სამწუხაროდ, მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დადასტურებელი ფაქტია. მეოთხე კლასელ მოსწავლეს დაუფიქსირდა. შესაბამისად, სკოლამ მიიღო ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც უნდა მიგვეღო, შევატყობინეთ შესაბამის სამსახურებს. იმ დღესვე ჩატარდა დეზინფექცია. დღევანდელი დღის ინფორმაციით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაზეა საუბარი და საბედნიეროდ, ეს ბავშვიც უკვე პალატაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – აცხადებს 92-ე სკოლის დირექტორი, მიხელ ჩიქოვანი.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

სათვალე, გათხოვება, ორსულობა - რა ეკრძალებათ დასაქმებულ ქალებს იაპონიაში?

შემდეგი პოსტი

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირება მოხდა