მთავარი»ეკონომიკა»9 თვეში კომერციულმა ბანკებმა ჯარიმებით და საურავებით 66,5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

9 თვეში კომერციულმა ბანკებმა ჯარიმებით და საურავებით 66,5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

8
გაზიარებები
Pinterest Google+

კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის 9 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 66 547 460 ლარი მიიღეს. ეს კი 6,029 მლნ ლარით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2018 წლის 3 კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 60 518 403 ლარის შემოსავალი მიიღეს.

როგორც კომერციული ბანკების 2019 წლის მესამე კვარტლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო – 18 978 407 ლარი. ხუთეულში არიან „საქართველოს ბანკი“, „ქართუ ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „კრედო ბანკი“. „ვითიბის“, „იშ ბანკის საქართველოს“ და „სილქროუდ ბანკს“ კი ამ მუხლით შემოსავალი არ უფიქსირდებათ.

„თიბისი ბანკი“ – 18 978 407 ლარი

„საქართველოს ბანკი“ – 12 937 133 ლარი

„ქართუ ბანკი“ – 8 760 192 ლარი

„ლიბერთი ბანკი“ – 7 300 757 ლარი

„კრედო ბანკი“ – 7 045 732 ლარი

აღსანიშნავია, რომ ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების/საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე აღწევს. აღნიშნული მონაცემები კი საქართველოში ბანკების მიერ დაწესებულ ჯარიმების სიძვირეზე მიუთითებს.

bpn.ge

წინა პოსტი

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - პრემიერას ბელგიაში 6 კაცი დაესწრო

შემდეგი პოსტი

გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი ნადირობის დროს დაიღუპა