მთავარი»მსოფლიო»9 შვილის მამამ შემთხვევით გაიგო, რომ დაბადებიდან უნაყოფოა!

9 შვილის მამამ შემთხვევით გაიგო, რომ დაბადებიდან უნაყოფოა!

8
Shares
Pinterest Google+

 

როცა საქმე ცოლქმრულ ურთიერთობას ეხება, ღალატი ყველაზე ძლიერი ტკივილია, მით უფრო, თუკი ის მთელი ცხოვრება გრძელდება…

ადვილი წარმოსადგენია, რა განიცადა 50 წლის მაროკოს ქალაქ სიდი სლიმანის მცხოვრებმა, როცა გაიგო, რომ ცოლი მთელი ცხოვრება ღალატობდა. მამაკაცი ცხრა შვილის მამა იყო, უფრო სწორად, ეგონა, რომ იყო, სანამ გაიგებდა, რომ უნაყოფოა და ბავშვის ჩასახვა არ შეუძლია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სლიმანმა სრული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება გადაწყვიტა. გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მამაკაცი სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ უნაყოფოა და ბავშვის ჩასახვა არ შეუძლია.

ცხრა შვილის მამამ, რომელიც 35 წელი კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა, ექიმის სიტყვებს არ დაუჯერა და გამოკვლევის ჩასატარებლად სხვა კლინიკაში წავიდა, თუმცა აქ პირველი დიაგნოზი დაადასტურეს.
როცა სლიმანის უნაყოფობა კიდევ ერთმა, ფასიანმა კლინიკამ დაადასტურა, მამაკაცმა გააცნობიერა, როგორი გრანდიოზული ტყუილის მსხვერპლი იყო მთელი ცხოვრება.

სიდი-სლიმანმა ადვოკატი დაიქირავა და მეუღლესთან განქორწინების მიზნით სასამართლოს მიმართა.
მან, ასევე, მოითხოვა მამობის უფლების ჩამორთმევა და ცოლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
საქმე ის გახლავთ, რომ მაროკო ტრადიციული ისლამური სახელმწიფოა და ცოლქმრული ღალატი კანონის დარღვევად ითვლება.
სლიმანის ცოლს პატიმრობა ემუქრება, ქალებზე გულაცრუებული მამაკაცი კი დარჩენილი ცხოვრების მარტოობაში გატარებას გეგმავს.

წინა სტატია

„არ მინახავს არატრადიციული ორიენტაციის პირი, რომელიც სამსახურს ვერ შოულობს, ან ვინმემ დაითხოვოს ასე ადვილად”- ნანა დევდარიანი

შემდეგი სტატია

ბორჯომის ხეობაში ხანძარია - ხანძრის კერასთან ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *