მთავარი»კატეგორიის გარეშე»„სექსუალური ორიენტაცია“, „გენდერული იდენტობა“ – ზედმეტი ტერმინები კანონში

„სექსუალური ორიენტაცია“, „გენდერული იდენტობა“ – ზედმეტი ტერმინები კანონში

1
Shares
Pinterest Google+

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს ემზარ კვიციანის ინიცირებული კანონპროექტი განიხილა, რომელიც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

პროექტის მხარდამჭერები მოთხოვნაა კანონიდან ამოღებულ იქნას არსებული ტერმინები – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“. ემზარ კვიციანის ინიცირებული პროექტის ავტორი საქართველოს დემოგრაფიული „საზოგადოება 21“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

„2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილისა და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. საკანონმდებლო სივრცეში ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონი წინა მოწვევის პარლამენტმა 2014 წელს მიიღო, რომელსაც მხარი როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებმა დაუჭირეს.

კვიციანის ინიციატივას, კვორუმის არარსებობის გამო  კომიტეტის სხდომაზე კენჭი ვერ უყარეს.

წინა სტატია

ქიმიას უნიშნავენ ისეთ პაციენტებს, რომელთაც ეს არ სჭირდებათ

შემდეგი სტატია

რომელ კლასშია ვანო ზარდიაშვილი, "კოლექტიური ზარდიაშვილები"?

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *