მთავარი»საზოგადოება»49 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე – რამაზ გიორგობიანი დღეს 73 წლის გახდებოდა

49 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე – რამაზ გიორგობიანი დღეს 73 წლის გახდებოდა

6
გაზიარებები
Pinterest Google+

ramaz-giorgibiani1“გიორგობისთვე”, “მხიარული რომანი”, “სერენადა”, “ქოლგა”, “ციფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”, “ფილატელისტის სიკვდილი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა რამაზ გიორგობიანმა მიიღო მონაწილეობა.

მისი კინოკარიერა სრულიად მოულოდნელად დაიწყო. ამბობენ, რომ ის ოთარ იოსელიანის აღმოჩენაა, რომელიც ფილმზე “გიორგობისთვე” მუშაობდა და მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა.

მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი მისმა მეგობარმა ლევან ჭუბაბრიამ გაიხსენა:

“49 წლის ასაკში გარდაიცვალა…

სულ მეცინება ეს ამბავი რომ მახსენდება – სახელმწიფო პრემია მიიღო. მეც იმ დღეებში მივლინებიდან ინდოეთიდან მოსკოვში ჩავედი. გავიგე, რომ, სასტუმრო “მოსკვაში” ცხოვრობდა.
მივედი სასტუმროში, ავედი ნომერში და რას ვხედავ!

ლენინის ბრინჯაოს ბიუსტები “მატრიოშკებივით” დაუწყვია და ამაყად მკითხა – მოგწონსო?

– გადაირიე, რამაზ, რა ჯანდაბად გინდოდა ამდენი ბიუსტი? – ვკითხე.

– იმაზე მაგარი რა უნდა იყოს, როდესაც სასტუმრო “მოსკვას” მაღაზიაში შეხვალ და ეტყვი – Заверните мне Ленина!

ამიტყდა სიცილი. თუმცა მისი მეუღლე, ნუნუკა ქიქოძე ეჩხუბებოდა, ამდენი ფული მაგ ნაგავში რამ დაგახარჯინაო?

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, თბილო და საყვარელო ადამიანო!”

თბილი, საყვარელი, სევდიანი, იუმორით სავსე და უნიჭიერესი – ასე ახასიათებენ მას ის ადამიანები, ვინც მსახიობს პირადად იცნობდა.

რამაზ გიორგობიანის გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ის 49 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. მისი ბოლო ფილმი აღმოჩნდა “მორევი”, რომელმაც მორევივით ჩაითრია ახალგაზრდა მამაკაცი და სამუდამოდ დააშორა საყვარელ ადამიანებს, საყვარელ საქმეს, ოჯახს, ერთადერთ შვილს. ფილმის პრემიერას ხელოვანი თავად ვერ მოესწრო, მისი ჩვენება რამაზ გიორგობიანის გარეშე, მისი გარდაცვალების შემდეგ შედგა. ფილმისთვის სცენარი თავად დაწერა, თავისი ცხოვრებისეული ტკივილი გადმოსცა და საკუთარი ისტორიებიც მრავლად ჩააქსოვა. რეჟისორობასთან ერთად მსახიობობაც შეითავსა და “მორევში” ითამაშა კიდეც.

რამაზ გიორგობიანს კიდევ ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ განხორციელება არ დასცალდა და მხოლოდ 4 ფილმის გადაღება მოასწრო.

და, კიდევ ერთი სტატია მედია-არქივიდან: 

“ხა­ბურ­ზა­ნია არ არის, წვე­რა­ვა ჯარ­შია, კაკო – ცი­ხის­ძირ­ში, ჭი­ჭი­ნა­ძე – კურ­სებ­ზე, გო­მე­ლა­უ­რი პრინ­ცი­პუ­ლად არ კი­თხუ­ლობს, კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ იცი­ან, სად არის”, – ეს იმ ახალ­გაზ­რდა მწერ­ლის სი­ტყვე­ბია, რე­დაქ­ცი­ა­ში მო­თხრო­ბა რომ მი­ი­ტა­ნა და მისი გან­ხილ­ვის მო­ლო­დინ­ში გა­ვი­და – შე­მოდ­გო­მა, ზამ­თა­რი, გა­ზა­ფხუ­ლი… ნა­მუ­შე­ვა­რი არა­თუ ვინ­მემ წა­ი­კი­თხა, ეგ­ზემპლა­რე­ბიც უკ­ვა­ლოდ გაქ­რა…

მიხ­ვდით, ალ­ბათ, ეს იმ “ცის­ფე­რი მთე­ბის” სი­უ­ჟე­ტია, რო­მელ­მაც, თა­ვის დრო­ზე, საბ­ჭო­თა სის­ტე­მის დრო­მოჭ­მუ­ლო­ბა აჩ­ვე­ნა, რომ­ლის მსხვერ­პლიც ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი, ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი, სოსო აღ­მოჩ­ნდა… სო­სოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი არა­ერთ პო­პუ­ლა­რულ ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი და ქარ­თულ კი­ნო­ში მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სახე აქვს შექ­მნი­ლი.

16 აპ­რილს რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ანს 70 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ახ­ლობ­ლე­ბის გარ­და იუ­ბი­ლე არა­ვის გახ­სე­ნე­ბია (არც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, არც კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებს), თუმ­ცა მის დას, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბულ პრო­ფე­სორს, მაია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს იმე­დი მა­ინც ჰქონ­და, რომ რა­მაზს ვინ­მე გა­იხ­სე­ნებ­და…

“ის 49 წლი­სა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლო 10 დღე იწვა, ექი­მებ­მა ვერ უშ­ვე­ლეს, არა­და, იმ დი­აგ­ნო­ზით და იმ ჩი­ვი­ლე­ბით დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი იკურ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ 1995 წელი იყო და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ რაც ხდე­ბო­და”, – ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მაია.

პირ­ვე­ლად კი­ნო­ში ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი გა­მოჩ­ნდა, მა­შინ ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი “გი­ორ­გო­ბის თვეს” იღებ­და. რე­ჟი­სო­რის­თვის პირ­ვე­ლი ფილ­მი იყო და რა­მა­ზის­თვის პირ­ვე­ლი როლი, სა­დაც კი­ნო­თი მო­ი­წამ­ლა კი­დეც. რე­ჟი­სორ­მა ის შემ­თხვე­ვით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იპო­ვა. რა­მა­ზი ფი­ზი­კა-მა­ტე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და და ოთა­რის ასის­ტენ­ტმა მა­თე­მა­ტი­კის ოლი­პი­ა­და­ზე ნახა, ტი­პა­ჟი მო­ე­წო­ნა. იმ ფილ­მით და რა­მა­ზის ტი­პა­ჟით რე­ჟი­სორ­მა ქარ­თულ კი­ნო­ში ახა­ლი გმი­რი შე­მო­იყ­ვა­ნა…

– ე.ი. სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და?

– რად­გან კი­ნომ ჩა­ით­რია – მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი­დან ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე გა­და­ვი­და, რაც და­ამ­თავ­რა კი­დეც, რად­გან კარ­გად წერ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სწავ­ლა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო­ზე გა­ნაგ­რძო, თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ იმ წელს პირ­ვე­ლად აიყ­ვა­ნა ჯგუ­ფი, სა­დაც მოხ­ვდა.

– რო­გორც რე­ჟი­სორ­მა ფილ­მის გა­და­ღე­ბა მო­ას­წრო?

– კი, ოთხი ფილ­მი გა­და­ი­ღო, მაგ­რამ ბოლო ნა­მუ­შევ­რი (“მო­რე­ვი”) ვერ და­ას­რუ­ლა, გარ­და­იც­ვა­ლა. არა­და, ცოტა იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ფილ­მის მონ­ტა­ჟი შემ­დეგ გიზო გა­ბის­კი­რი­ამ გა­ა­კე­თა.

– “მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი” რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ვი­დან­ვე შე­იყ­ვა­რა…

– სა­ზო­გა­დო­ე­ბას ლე­ვან ხო­ტი­ვა­რის ეს ფილ­მი დღე­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს, თუმ­ცა რა­მაზს არ უყ­ვარ­და, რად­გა­ნაც იქ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ემარ­ტი­ვე­ბო­და. მი­აჩ­ნდა, რომ თა­ვად ფილ­მიც მარ­ტი­ვი იყო. “მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნის” რამ­დე­ნი­მე კად­რი ჩვენს სახ­ლთან გა­და­ი­ღეს. მა­შინ რა­მაზს მუ­შა­ო­ბი­სას რომ ვუ­ყუ­რე, მივ­ხვდი, რომ ნამ­დვი­ლი არ­ტის­ტი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კუ­თხით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და, მაგ­რამ კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა, პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დი­ო­და, რაც ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლდათ, რად­გან კი­ნო­ში ფეხი მან აად­გმე­ვი­ნა.

– მისი სამ­სა­ხი­ო­ბო შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნი ვფიქ­რობ, “ცის­ფერ მთებ­ში” შექ­მნი­ლი სო­სოს სა­ხეა…

– “ცის­ფე­რი მთე­ბი” ერთ-ერთი ძლი­ე­რი ფილ­მია, მას­ზე სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია მი­ი­ღეს, მოს­კოვ­შიც და­ჯილ­დო­ებ­ზე მეც გახ­ლდით, მაგ ცე­რე­მო­ნი­ის მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი…

რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და მაია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე დე­დით ერ­თნი იყ­ვნენ, მა­მით – სხვა­დას­ხვა, თუმ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ი­ას თქმით, ეს მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არა­ნა­ი­რად არ ასა­ხუ­ლა: “მის გაზ­რდა­ში წვლი­ლი მა­მა­ჩემ­საც მი­უ­ძღვის, სა­ერ­თოდ, ყვე­ლას თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და. ჩემ­ზე 14 წლით უფ­რო­სი იყო, მზრუნ­ვე­ლი ძმა იყო, მე კი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში სულ ხელს ვუშ­ლი­დი, რა­ზეც ჩხუ­ბობ­და, – ეს ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნე­თო. მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, მარ­თლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, რაც მა­მი­სა და დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო და თვი­თონ რა­მა­ზი­საც, რად­გა­ნაც კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი უყ­ვარ­და, მე – გა­მორ­ჩე­უ­ლად, მაია მან და­მარ­ქვა. უფრო სწო­რად, მის­მა კლას­მა, მა­შინ ფილ­მი “მაია წყნე­თე­ლი” მო­და­ში იყო და სა­ხე­ლი მისი გავ­ლე­ნით და­მარ­ქვეს. დე­და­ჩემს სამ­შო­ბი­ა­რო­ში წე­რი­ლი მის­წე­რეს… ბავ­შვო­ბა­ში ძმა­ზე ძა­ლი­ან ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი, რად­გან დე­დას და ბე­ბი­ას პირ­ზე სულ რა­მა­ზი­კო ეკე­რათ და პრე­ტენ­ზი­ას გა­მოვ­თქვამ­დი, უფრო ანე­ბივ­რებთ-მეთ­ქი. ბე­ბია მპა­სუ­ხობ­და, – მამა არ ჰყავს და მეტი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბაო.

რა­მა­ზი მზრუნ­ვე­ლი იყო, მაგ­რამ დიდი მე­გო­ბა­რიც. არა­სო­დეს არა­ფე­რი და­უშ­ლია. დე­დას ეუბ­ნე­ბო­და, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ციო, რად­გა­ნაც ში­ნა­გა­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და უნ­დო­და, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბიც ასე­თე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ… დღეს თუ რამე ვიცი, რა­მა­ზის დამ­სა­უ­რე­ბაა, ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ღძვის, ჩა­მო­მი­წერ­და ხოლ­მე წიგ­ნებს, რაც უნდა წა­მე­კი­თხა, ჩემს გან­თლე­ბა­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ დო­ნეს აკონ­ტრო­ლებ­და… თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში რომ ვა­ბა­რებ­დი, მო­მი­ტა­ნა წიგ­ნი, რო­მელ­შიც მხატ­ვრო­ბა­ზე ყვე­ლა­ფე­რი ეწე­რა. ისეთ რა­ღა­ცე­ებს მას­წავ­ლი­და, რა­საც ჩე­მით ვერ ვის­წავ­ლი­დი… ჩემ­თვის არა­მარ­ტო ძმა, მას­წავ­ლე­ბე­ლიც იყო. მოკ­ლედ, დის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. უამ­რავ რჩე­ვა-და­რი­გე­ბას მაძ­ლევ­და. ყვე­ლა­ზე ხში­რად ამ სი­ტყვებს მი­მე­ო­რებ­და, ენამ არ უნდა გა­უს­წროს ტვინს, ჯერ სათ­ქმე­ლი გა­ი­აზ­რე და მერე თქვიო. დღეს ძა­ლი­ან მაკ­ლია.

ახალ­გაზ­რდა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და, თან, ისე­თი რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა… სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე, მა­მა­მი­სის გვერ­დით არის დაკ­რძა­ლუ­ლი… რა­მაზს დარ­ჩა ერთი გო­გო­ნა, თიკა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი (რო­მელ­საც დღეს უკვე 10 წლის დაჩი ჰყავს) და მე­უღ­ლე – ნუ­ნუ­კა ქი­ქო­ძე.

– ნაღ­ვლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ხომ არ იყო?

– არა, მის­თვის უცხო იყო სევ­და, მაგ­რამ გა­ო­ცე­ბუ­ლი და შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო იმ მტრო­ბი­თა და ურ­თი­ერ­და­პი­რის­პი­რე­ბით, რაც 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ჩვენ­ში გა­ჩაღ­და. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, რად­გა­ნაც იქი­თაც მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და და აქე­თაც და ყვე­ლა თა­ვის­კენ ექა­ჩე­ბო­და. თან, ხომ ვამ­ბობ, იმის გა­გე­ბა უჭირ­და, რაც ხდე­ბო­და, რად­გა­ნაც შორს იყო იმ ამ­ბე­ბის­გან. უსა­მარ­თლო­ბას ვერ იტან­და, ვე­რა­ვის აპა­ტი­ებ­და უსინ­დი­სო­ბას, სიც­რუ­ეს, სუფ­თა და რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი იყო. ამა­ვე დროს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რი ჰქონ­და. მისი მო­თხრო­ბე­ბი ამ გრძნო­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. რა­მა­ზი წარ­სულ­ში ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, “დი­ნა­მო­ში” თა­მა­შობ­და, მაგ­რამ თავი და­ა­ნე­ბა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად სრი­ა­ლებ­და თხი­ლა­მუ­რებ­ზე, ხა­ტავ­და. ზო­გა­დად ნი­ჭი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო.

– რო­გორც ირ­კვე­ვა, კი­ნო­ში რო­გორც რე­ჟი­სორს აქ­ტი­უ­რად უნ­დო­და ჩარ­თვა…

– კი, მაგ­რამ “მო­რე­ვი” ცოტა ხანს თა­რო­ზე რომ შე­მო­ი­დო, ნერ­ვი­უ­ლობ­და…

ხომ გი­თხა­რით, წერ­და-მეთ­ქი და რა­მა­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი მო­თხრო­ბე­ბი, სცე­ნა­რე­ბი შევ­კრი­ბე და წიგ­ნად და­სა­ბეჭ­დად გა­ვამ­ზა­დე. ცოტა ხელი კი შე­ე­შა­ლა და ჯერ გა­ყიდ­ვა­ში არ გა­სუ­ლა. არა­და, ეს საქ­მე 2 წლის წინ წა­მო­ვი­წყე, ცოტა გავ­წვალ­დით, პრე­ზენ­ტა­ცია იუ­ბი­ლეს­თვის გვინ­დო­და, მაგ­რამ ვერც იუ­ბი­ლე მო­ხერ­ხდა. თუმ­ცა, აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებ იმას, რომ ეს წიგ­ნი გა­ყიდ­ვა­ში მა­ინც გა­მო­ვი­დეს.

– მისი იუ­ბი­ლე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში არა­ვის გახ­სე­ნე­ბია?

– არა, თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბო­დი, იქ­ნებ ვი­ღაც შეგ­ვეხ­მი­ნოს-მეთ­ქი. ისე ჩა­ი­ა­რა მის­მა 70 წლის იუ­ბი­ლემ, რომ არა­ვის გახ­სე­ნე­ბია, არც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და არც კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებს. გული მწყდე­ბა, ასეთ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ოდ­ნა­ვი წვლი­ლი მა­ინც მი­უ­ძღვის ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მწერ­ლო­ბა­ში, თე­ატ­რში, მე­ტად უნდა მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა…

გამოყენებულია artinfo.ge-ს და ambebi.ge-ს მასალები

წინა პოსტი

გადაურჩა თუ არა Notre Dame de Paris-ს ხანძარს დავით აღმაშენებლის ცხოველმყოფელი ჯვარი

შემდეგი პოსტი

დღეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის - „უჭკნობი ყვავილი“ - დღესასწაულია