მთავარი»სამართალი»33 წლის ქალმა, რომელსაც ქმარი და დედამთილი სცემდნენდა ავიწროვებდნენ, თვითმკვლელობა სცადა

33 წლის ქალმა, რომელსაც ქმარი და დედამთილი სცემდნენდა ავიწროვებდნენ, თვითმკვლელობა სცადა

7
Shares
Pinterest Google+

 

პოლიციის თანამშრომლებმა თეთრიწყაროს რაიონში 33 წლის ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ქალის მეუღლე დააკავა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 მაისს მეუღლეზე – 1986 წელს დაბადებულ მ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. აგრეთვე, ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ამცირებდა მეუღლეს, რის გამოც ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ამჟამად, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დაკავებულს ბრალი ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის მუხლით წარედგინა. მას 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რაც შეეხება ახალგაზრდა ქალის დედამთილს, გამოძიებით დადგინდა, რომ მისი მხრიდანაც დაფიქსირდა ქალის მიმართ სისტემატიური ძალადობის ფაქტები. მას ბრალი რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე წარედგინა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე, სსკ-ის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

წინა სტატია

ქარელში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო

შემდეგი სტატია

„პროვინციალური, გულისამრევი, გოიმური, ქაჯური ..“ - რას პასუხობს ოთო ნემსაძე ნიკა გვარამიას კრიტიკას?

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.