მთავარი»საზოგადოება»31 წლის ორსული ქალი სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

31 წლის ორსული ქალი სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

7
გაზიარებები
Pinterest Google+

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული, სავარაუდოდ, ვირუსით გარდაიცვალა. მერის წარმომადგენლის, გიორგი ნაპირელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მაღალი სიცხეები ჰქონდა.

„გადმოცემით ვიცი, რომ სიცხეები ჰქონდა, როგორც ჩანს ექიმს არ მიაკითხა. ჩვენმა ექიმმა რომ ნახა, უკვე გული გაჩერებული იყო. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, ძალიან მძიმე ამბავი დაატყდათ”,- განაცხადა ნაპირელმა. ახალგაზრდა ქალი, 21 კვირის ორსული იყო , კლინიკის ინფორმაციით, სადაც ის აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ორსულობა რთულად არ მიმდინარეობდა და დამატებითი ფაქტორების გარეშე, ის გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

"ხაზარაძეს ვურჩევდი, გამოვიდეს 'ლეიბ-გვარდიის ყოფილი პოლკოვნიკის, პიპინია ერისთავის' სამხედრო სტრატეგიების ეპოქიდან"

შემდეგი პოსტი

ვინ მონათლა ბერუკა ივანიშვილი პატრიარქთან ერთად და რა აკავშირებს მას ბერა ივანიშვილთან?