მთავარი»საზოგადოება»“3 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო” – კომაროველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე უმაღლესი შედეგი აჩვენეს

“3 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო” – კომაროველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე უმაღლესი შედეგი აჩვენეს

5
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს მოსწავლეები ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, მათემატიკასა და ფიზიკაში ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ. კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ, თეიმურაზ თოლორაიამ 255 კონკურსანტს შორის უმაღლესი ქულა მოიპოვა. მან 42 შესაძლებლიდან 42 ქულის დაგროვება შეძლო და პირველი ადგილი დაიკავა.

“დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე, რომელიც უხვმოსავლიანი აღმოჩნდა კომაროველი მოსწავლეებისათვის. 14 მონაწილიდან (კომაროვის სკოლა 2 გუნდით იყო წარმოდგენილი) 13-მა აიღო მედალი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში. აქედან 3 ოქროა, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდური გამარჯვებისათვის. გრან-პრი ბელგრადის სკოლამ აიღო, გაგვასწრეს სოფიის და ბუქარესტის ფიზიკა-მათემატიკურმა სკოლებმაც. აღსანიშნავია, რუსული სკოლების დაბალი შედეგები, რომლებიც მრავლად იყვნენ ოლიმპიადაზე. ჩემს მახსოვრობაში პირველად მოხდა, რომ საუკეთესო 7 გუნდში (ოლიმპიადის წესებით გუნდურ შეჯიბრში მხოლოდ 7 გუნდი ჯილდოვდება) ვერცერთი რუსული სკოლა ვერ მოხვდა, მათ შორის ლომონოსოვის უნივერსიტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლაც. ეს ფაქტი მეტყველებს ძალიან დიდ კონკურენციაზე. ამას ადასტურებს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაც. წელს 3 საგანში 600-მდე მოსწავლე ეჯიბრებოდა” –  წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ზაზა გამეზარდაშვილი.

წინა პოსტი

„მინდა ამ დღეს "სამაგიერო გადავუხადო" ადამიანებს“ - ოთარ აბესაძის საჩუქარი სტუდენტებს

შემდეგი პოსტი

“სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია, ზომიერება მისი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა” – თარგამაძე