მთავარი»საზოგადოება»3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

6
გაზიარებები
Pinterest Google+

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენციაა – „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“ დაგეგმილი.

16:30 საათზე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გამოფენა, სახელწოდებით „ჩემი საყვარელი პარასპორტი, ტოკიო 2020 პარალიმპურ თამაშებზე“.

17:00 საათზე მჯდომარე ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირის გახსნის ცერემონიალი და სპორტის ახალი სახეობის (Paratecvoly) პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოს პარალიმპურ კომიტეტს უნგრეთის მჯდომარე ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენელი საჩუქრად გადასცემს Paratecvoly-ის მაგიდას.

დღესვე, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.

 

წინა პოსტი

ხაჭაპურის დამზადების ფასმა წლიურად 12.6%-ით მოიმატა

შემდეგი პოსტი

ჯანდარის ტბაზე დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ