მთავარი»Slider»27 წლის წინ: 300 ათასი დევნილი, 10 ათასი დაღუპული და გზა, რომელიც გასავლელია

27 წლის წინ: 300 ათასი დევნილი, 10 ათასი დაღუპული და გზა, რომელიც გასავლელია

9
Shares
Pinterest Google+

აფხაზეთის ომი, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 27 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. ომის ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა. ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
კონფლიქტი და ასევე კონფლიქტის შემდგომი მძიმე პერიოდი, მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ ბრიტანელ ფოტოგრაფ მაიკ გოლდუოტერს ფოტოებზე აქვს აღბეჭდილი. ფერად ფოტოებზე სოხუმის დაცემის შემდეგ განვითარებული მოვლენები, ლტოლვილი მოსახლეობა და ქვეყნის მაშინდელი პირველი პირები არიან დაფიქსირებულები. ფოტოები გამოქვეყნებულია  2017 წელს.

წინა სტატია

ჰაკერული თავდასხმა, რომელმაც მსოფლიოს 150 ქვეყანა დააზარალა, ჩრდილოეთ კორეიდან წამოვიდა

შემდეგი სტატია

თბილისში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა (ვიდეო)