მთავარი»სამართალი»კიევში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

კიევში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

0
Shares
Pinterest Google+

უკრიანის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ქალაქ ვორზელის მცხოვრებისთვის ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებისთვის იძებნებოდა.

დაშავებულის ჩვენებების საფუძველზე დამნაშავის ფოტორობოტი შეადგინეს. მას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უკრიანის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული 49 წლის მამაკაცი წარსულში არაერთგზის ნასამართლევია. 2014 წელს კი უკრაინაში სასამართლომ მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა 2016 წლის სექტემბერში ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

წყარო: 1tv.ge

წინა სტატია

ლანჩხუთში 15 წლის მოზარდი, რომელსაც სატვირთოს საბურავი მოხვდა, დაიღუპა

შემდეგი სტატია

საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს სიმდიდრე

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.