მთავარი»საზოგადოება»2019 წელს მძღოლებმა ვიდეოჯარიმებში 68 544 750 მილიონი ლარი გადაიხადეს

2019 წელს მძღოლებმა ვიდეოჯარიმებში 68 544 750 მილიონი ლარი გადაიხადეს

6
გაზიარებები
Pinterest Google+

68 მილიონ 544 ათას 750 ლარი – არც მეტი და არც ნაკლები, ვიდეოჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტი 2019 წელს ზუსტად ამდენით გამდიდრდა. სიჩქარის გადაჭარბების, ღერძულა ხაზის გადაკვეთის, “წითელზე გავლის” და კიდევ მრავალი დარღვევის გამო, ვიდეოკამერის მიერ დაჯარიმებულ მძღოლთა რაოდენობამ 1 მილიონ 713 ათას 089-ს მიაღწია.

თბილისისა თუ სხვა ქალაქების ქუჩებში მოძრავი მძღოლების მიერ მსუბუქი ავტომანქანის, სამარშრუტო ტაქსის, ტაქსის ან სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას ჩადენილ, თანაც ვიდეოთვალით კი არა, საკუთარი თვალით დანახულ დარღვევებს თუ გაიხსენებს მავანი, აუცილებლად იტყვის ჩვენს მძღოლებზე, – ოჰ, გაუჭირდებოდათო.

თუმცა, ფეოლა და ფეხბურთი იქით იყოს, ამ მონაცემებში საინტერესო ისაა, დაჯარიმების მიუხედავად, მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლთა რაოდენობა ამ ქვეყანაში კი არ კლებულობს, მატულობს.

“2020NEWS” დაინტერესდა, თუ რა რაოდენობის თანხა შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში გასულ წლებში, მხოლოდ ვიდეოჯარიმებიდან. ერთია, მერე სად მიდის ამ ვიდეოჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხები და რას ხმარდება ისინი. მეორე კი ისაა, თუ ბოლო წლების სტატისტიკით ვიმსჯელებთ, ნაცვლად იმისა, დაჯარიმებულთა რაოდენობა მცირდებოდეს, ანუ საქართველოს მოქალაქე მძღოლებს ბეზრდებოდეთ კანონდარღვევები და ვიდეოჯარიმების გადახდა, სრულიად საპირისპირო სიტუაციაა შექმნილი. ვიდეოჯარიმების დინამიკა გაზრდილია.

2017-2018 წლების მონაცემებით, ვიდეოჯარიმებში საქართველოს მოქალაქეებმა 56 მილიონ 744 ათს 770 ლარი გადაიხადეს, ხოლო 2019 წელს კი ამ ორ წელთან შედარებით , 11 მილიონ 799 ათას 980 ლარით მეტია გადახდილი. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, 2017 წლის 1 ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა, რასაც ავტომობილების მძღოლებისათვის კანონდარღვევის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა უნდა გაემარტივებინა. მძღოლებს ჯარიმის 10 სამუშაო დღეში გადახდის შემთხვევაში, სავალდებულო საურავზე 20%-იანი შეღავათით სარგებლობის საშუალება მიეცათ.

2019 წლის მონაცემებით, მძღოლების მიერ 20%-იანი შეღავათით სარგებლობის 737 ათას 767 ფაქტი დაფიქსირდა. გადახდილი თანხის რაოდენობამ 25 069 204.1 ლარი შეადგინა

2020news.ge
წინა პოსტი

აბაშაში მამაკაცს მოჭრილი ხე დაეცა და გარდაიცვალა

შემდეგი პოსტი

გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

გაზიარება

2019 წელს მძღოლებმა ვიდეოჯარიმებში 68 544 750 მილიონი ლარი გადაიხადეს