მთავარი»ეკონომიკა»2019 წელს ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 85 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს

2019 წელს ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 85 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს

7
გაზიარებები
Pinterest Google+

კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 84 942 700 ლარის შემოსავალი მიიღეს.

როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო – 24 788 455 ლარი. მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“ – 16 901 728 ლარი. ტოპ-ხუთეულში მოხვდნენ „ლიბერთი ბანკი“, „ქართუ ბანკი“ და „კრედო“.

„თიბისი ბანკი“ – 24 788 455 ლარი
„საქართველოს ბანკი“ – 16 901 728 ლარი
„ლიბერთი ბანკი“ – 9 470 967 ლარი
„ბანკი ქართუ“ – 9 427 285 ლარი
„კრედო“ – 9 153 641 ლარი
მოსახლეობის საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული თანხების მოცულობით მე-6 ადგილზეა „ბაზისბანკი“ – 4 327 760 ლარი; შემდეგია „ტერა ბანკი“ – 3 809 443 ლარი, მე-8 ადგილზეა „ფინკა ბანკი“ – 3 451 431 ლარი, შემდეგია „ხალიკ ბანკი საქართველო“ – 1 965 855 ლარი, ათეულს ასრულებს „პროკრედიტ ბანკი“, 2019 წელს ამ ბანკმა საურავებიდან და ჯარიმებიდან 894 870 ლარის მოგება მიიღო.

bpn.ge

წინა პოსტი

საქართველოში შესაძლოა, Hollywood-ის კიდევ რამდენიმე ფილმი და სერიალი გადაიღონ

შემდეგი პოსტი

სი ძინპინი - ჩინეთი დაამარცხებს კორონავირუსს