მთავარი»Slider»2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, მათ შორის 40.7% გოგოა, 59.3% – ბიჭი

2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, მათ შორის 40.7% გოგოა, 59.3% – ბიჭი

9
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკურ მონაცემებს 2019/2020 სასწავლო წლისთვის, რომლის მიხედვითაც:
2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო.
წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა არ შეცვლილა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.0%) იმერეთში ფიქსირდება.
2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს
1.5%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.6%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო
52.1% – ბიჭი.
რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (34.7%) თბილისში სწავლობს.
2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% – ბიჭი.
2019/2020 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 151 186 მოსწავლე
სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით მეტია.
2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის
ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგნს.

წინა პოსტი

მცხეთაში “გაბედეს” წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

შემდეგი პოსტი

პედაგოგთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 5.3%-ით შემცირდა