მთავარი»სამართალი»20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლეს

20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლეს

7
გაზიარებები
Pinterest Google+

ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით.

შემთხვევა 2018 წლის თებერვალშიმოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა.

გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მის წინააღმდეგ წარმოადგინა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშალუს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში.

20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს  „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

batumelebi.netgazeti.ge

წინა პოსტი

ჩემს შვილებს არასდროს გაუსინჯავთ შაქარი, კანფეტი და გაზიანი სასმელები - ლელა მებურიშვილი

შემდეგი პოსტი

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში ბადრი ბასიშვილმა შეცვალა