მთავარი»Slider»20 იანვარს კიდევ ერთი ოჯახი დარჩება უსახლკაროდ – ვის იცავს შალვა თადუმაძე?

20 იანვარს კიდევ ერთი ოჯახი დარჩება უსახლკაროდ – ვის იცავს შალვა თადუმაძე?

7
გაზიარებები
Pinterest Google+

“ბატონი შოთაძის გადადგომასთან ერთად ვიმედოვნებთ, რომ მთავარ პროკურორად მოვა ადამიანი, რომელიც თავისუფალი იქნება კონიუნქტურული და პოლიტიკური ზეგავლენებისაგან და თაროზე შემოდებული ყველა  საქმეს საბოლოოდ მოეფინება ნათელი.  ერთ-ერთი ასეთი საქმე გახლავთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კახი ჯიბღაშვილისა და მისი ოჯახის საქმე…. პირადად ჩვენ და ბევრი სხვა მოქალაქე, რომლებიც სამართალს ამაოდ ეძებენ ამ ქვეყანაში, დიდი იმედით მოველით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი, პროფესიონალის დანიშვნას.
ჩვენ, ჯიბღაშვილების ოჯახი და ჩვენი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნამდვილად არ ვაპირებთ უწინდებულად ინერტულად მოქმედებას და გპირდებით, რომ თუ ამჯერადაც უყურადღებოდ დატოვებთ ჩვენს ჩივილს, მარტო განცხადებების წერით არ შემოვიფარგლებით და აუცილებლად ჟურნალისტებთან, არასამთავრობოებთან და სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად მივაღწევთ სიმართლის დადგენას და სამართლიანობის აღდგენას” – ეს არის ამონარიდი საჩივრიდან, რომელიც შოთაძის გადადგომის შემდეგ ევიდა მთავარ პროკურატურაში. საჩივრის ავტორები არიან კახი ჯიბღაშვილი და მისი ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზაზა დოლაბერიძე.
ახალი მთავარი პროკურორის დანიშვისთანავე პროკურატურაში შალვა თადუმაძის სახელზე განსცხადება შევიდა, თუმცა, მოხდა ისე, რომ არც თადუმაძეს დაუდგენია სამართალი, პასუხის ღისადაც კი არ ჩათვალა მომჩივანი მხარე.
საბოლოოდ შედეგად მივიღეთ ის, რომ რამდენიმე დღეში, 20 ნოემბერს კიდევ ერთი ოჯახი იქნება საკუთარი სახლიდან გამოსახლებული, კიდევ ერთი ოჯახი აღმოჩნდება ღია ცის ქვეშ.
არადა, თადუმაძეს, ისე, როგორც მის წინამორბედებს, ჯიბღაშვილი არაფერს სთხოვდა უკანონოს. ამონარიდი ერთ-ერთი განცხადებიდან:
„მეოთხე წელია რაც ჩემი ოჯახი და ჩვენი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზაზა დოლბაძეჩვენი ოჯახის მიმართ განხორციელებულ თაღლითობაში ამხელს სიღნაღის რაიონში მცხოვრებმერაბ მენთეშაშვილს, რომელიც სამართალდამცავი უწყებების წაყრუებით და მფარველობით ჩამოყალიბდა რაიონული მასშტაბის მაფიოზად, მაგრამ ყველაზე საშინელი და დამთრგუნველია, როდესაც მიდიხარ იმ უწყებაში, რომლის პირდაპირი მოვალეობაა დანაშაულთან ბრძოლა და აწყდები მათი მხრიდან უსამართლობას და დამნაშავეების მფარველობას. მხედველობაში გვყავს კახეთის საოლქო პროკურატურა.   ჩვენი ოჯახი უნდობლობას უცხადებს კახეთის საოლქო პროკურატურას და ამხელს მათ დამნაშავეების მფარველობაში.აქედან გამომდინარე,გთხოვთ გამოითხოვოთ ეს განცხადებები, შეისწავლოთ ისინი და კანონონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგებინოთ უპასუხისმგებლო დადამნაშავეების მფარველ პროკურატურის თანამშრომლებს, ვისი ქმედებებისა თუ უმოქმედობის წყალობით დაახლოებით 2 კვირაში ჩვენ საცხოვრებელ სახლს აღსრულება მიაქცევს იძულებით აუქციონზე და მთელი ოჯახი ვრჩებით ღია ცის ქვეშ“.
საქმის გარემოებები, რომელიც აცნობა შალვა თადუმაძეს ჯიბღაშვილის მეუღლემ შორენა ჯოხარიძემ:
„ჩვენი გულისტკივილი და იმედგაცრუება დაიწყო მაშინ, როდესაც ჩვენს მიერ პროკურატურაში შემოტანილი საჩივარი გადმოიგზავნა და დაევალა წნორის პოლიციას გამოსაძიებლად. გამომძიებელმა ემზარ ჭაბაშვილმა დაგვიბარა დაკითხვაზე მე და ჩემი მეუღლე. დაკითხვის დამთავრების შემდეგ გამომძიებელმაუთხრა მეუღლეს, რომ ხელი მოეწერა. მეუღლემ სათვალე არ მაქვს და ვერ ვკითხულობო. გამომძიებელმა-არაუშავს მხოლოდ ხელი მოაწერე, სხვა დანანარჩენი რაც მიპასუხე ის დავწერეო. მეუღლემ ხელი მოაწერა. ამასობაში მე მივედი მაგიდასთან და ვუთხარი წავუკითხავთქო. როდესაც ხმამაღლა დავიწყე კითხვა აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლე ერთს პასუხობდა, ხოლო გამომძიებელი მეორეს წერდა. კერძოდ, თითქოს ჩემი მეუღლე, კახი ჯიბღაშვილი მივიდა ჩვენს მეზობელ გიორგი არჩვაძესთან და ჰკითხა  ხომ არავის იცნობ “კონსტანტა”-ში, რომ ვალის გაწილვადების საქმეში დამეხმაროსო (იმ დროისთვის  გამოტანილი გვქონდა სესხი “კონსანტა” ბანკიდან  4 000 ლარის ოდენობით).
სინამდვილეში, კი გიორგი არჩვაძემ და მერაბ მენთეშაშვილმა შესთავაზეს ჩემს მეუღლეს, რომ მერაბი გაისტუმრებდა ბანკის ვალს 4 000 ლარს, (რომელსაც მენთეშაშვილი აძლევდა ჩემს მეუღლეს სესხად) ხოლო სანაცვლოდ კახის უნდა ჩაედო სახლი ბანკში, აეღო სესხი და აღებული თანხა მთლიანად მიეცა მერაბისთვის (ასე ვთქვათ მადლობის ნიშნად) და ის დაფარავდა ამ სესხს თავის დროზე.
მართლაც მენთეშაშვილმა გადაიხადა ჩვენი ვალი (4 000 ლარი) და ურჩია ჩემს მეუღლეს, რომ სახლი გადმოეფორმებინა კახის თავის სახელზე (ვინაიდან იმ დროისთვის სახლი ირიცხებოდა მამამისის სახელზე). კახიმ უცებ მოაგვარა ეს საქმე სახლი გადმოიფორმა თავის სახელზე, რის შემდეგაც უცებვე ჩადო ბანკში, აიღო 25 000 ლარი და თანხა სრულიდ გადასცა მერაბ მენთეშაშვილს. მერაბის ჰქონდა უკვე ნდობა მოპოვებული ჩვენთან, რადგანაც ჩვენი ვალი დავისი ჯიბიდან დაფარა. ჩვენ დაუფიქრებლად მივეცით ეს თანხა, ვინაიდან შეგვპირდა, რომ ამ ერთწლიან აგროსესხს თვითონ დაფარავდა. ჩვენ მშვიდად ვიყავით, რადგანაც გვჯეროდა, რომ მერაბი არ მოგვატყუებდა და სესხს დაფარავდა დროულად.
სესხის აღებიდან მეთერთმეტე თვეს მოვიდა მერაბი და გვეუბნება: “თანხა ვერ ვიშოვე, ვერ ვეტევი ვადაში და ამიტომ გია არჩვაზე წაგყვება, წადით დედოფლისწყაროში ბანკში და სესხი გადაავადეთო. იქ ყველაფერზე მოვილაპარაკეთ, დირექტორი საბუთებზე ხელს მოგაწერინებს  და ფაქტიურად საქმე მოგვარებულიაო”. კახიც ყოველივე ეჭვის გარეშე წავიდა. დედოფლისწყაროში როდესაც ჩავიდა ბანკის დირექტორმა მიშკამ ( გვარი არ ვიცით) ხელი მოაწერინა რაღაც საბუთებზე და უთხრა: “აქ კამერებია დაბლა ჩადი მანქანაში დამელოდე. როდესაც მანქანასთან მოვიდა გია არჩვაძეს გადასცა რაღაცა პარკში გახვეული და ისინიც დაშორდნენ. როგორც შემდგომში გაირკვა, მიშკამ მოტყუებით მოაწერინა ხელი 25 000 აშშ დოლარიან ახალ სესხს. ეს ყველაფერი გააკეთეს წინასწარი შეთანხმებით მერაბ მენთეშაშვილმა და კორსტანდარტ ბანკის დედოფლისწყაროს ფილიალის მმართველმა მიშკამ. როგორც მოგვიანებით გავიგე იმ დღეს მიშკას გადაუცია გია არჩვაძისათვის პარკში გახვეული ის თანხა, 25 000 აშშ დოლარი.
ეს არის სინამდვილე, რასაც დაკითხვის შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით დაადასტურებს გიორგი არჩვაძე, რომლის სახლიც ასევე მოტყუებით ჩაადებინა ბანკში მენთეშაშვილმა და ამ დღისათვის არჩვაძეს მართებს მართებს 101 000 (ასერთი ათასი)  ლარი.
გამომძიებელი ჩემი დაკითხვის დროსაც ცდილობდა სიმართლე არ დამეწერა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. მე ვუხსნიდი, რომ სახლში რომელშიც ვცხოვრობთ და ბანკშია ჩადებული, არ მოსულა არავინ ბანკიდან, რომ დაეთვალიერებინათ სახლკარი და შეეფასებინათ ღირდა თუ არა ეს სახლი იმად, რომ ჯერ 25 000 ლარი და შემდგომ 25 000 დოლარი გაეცათ სესხად. მე გამომძიებელს მოვთხოვე დაენიშნათ აუდიტი, რამეთუ გაცემულია სესხად 38 000 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც სახლის რეალური ღირებულება არის 8-დან 10 ათას აშშდოლარი. აუდიტის დანიშვნა როდესაც მოვითხოვე, გამომძიებელს არ მოეწონა. არ მოეწონა ასევე ისიც როდესაც გამოკითხვაში ვაჩვენე, რომ მენთეშაშვილმა  ჩვენს მეზობლებსაც ჩაადებინა ბაკში სახლები და ააღებინა დიდძალი სესხი  და დავასახელე მათი სახელები და გვარები. იქვე მოვითხოვე ამ მეზობლების დაკითხვა. გამომძიებელი გაბრაზდა, ამის გამოძიებას დიდი დრო დასჭირდება და შეიძლება გამოძიებამ არ ჩათვალოს საჭიროდ მათი დაკითხვა და დრო ტყუილად გაიწელოსო. ამის თქმა იყო, ადგა სკამიდან და შევიდა პოლიციის უფროსთან. ამასობაში მე გავედი გარეთ და დავურეკე ჩვენი ოჯახის ნაცნობ ადვოკატს თბილისში და ვუთხარი ჩვენზე გამომძიებელის მხრიდან ზეწოლის თაობაზე. ადვოკატმა მირჩია, რომ სიმართლე არ დამეთმო და გამომძიებლისათვის გამოკითხვის ოქმში  სიმართლის დაფიქსირება მომეთხოვა. როდესაც შევბრუნდი ოთახში გამომძიებელიც გამოვიდა და მეუბნება – კარგი, აუდიტი ჩავწეროთო. ანუ, იმის თაობაზე რომ მეზობლებსაც ჩაადებინა ბანკში სახლები არ ჩაწერა.
ბატონო ირაკლი, მთელმა სიღნაღის რაიონმა კარგად იცის თუ როგორი მეგობრული ურთიერთობა აქვს მერაბ მენთეშაშვილს წნორისა და სიღნაღი პოლიციის უფროსობასთან, განსაკუთრებულად ახლო-მეგობრული დამოკიდებულება აქვთ წნორის პოლიციის უფროსს და მენთეშაშვილს. მას, როგორც მე ვიცი სიღნაღი რაიონში 40-მდე ოჯახი ყავს ჩემნაირად მოტყუებული.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გამო ჩვენი ოჯახი უნდობლობას უცხადებს წნორის პოლიციას და უმორჩილესად გთხოვთ ამ საჩივრის განხილვა დაავალოთ კახეთის საოლქოპროკურატურას და ეს საქმე ისევ სიღნაღის რაიონს არ დაეწეროს. აი ამდაგვარი ნაცნობობა-მეგობრობის ან სავსებით შესაძლებელია თაღლითური გზებით ნაშოვნი ფულის მეშვეობით ჯერკიდევ დაიარება მერაბ მენთეშაშვილი დაუსჯელი, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულობებისა.
ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ადამიანებს, რომლებიც უპირისპირდებიან ასეთ კავშირიან დამნაშავეებს, პოლიცია უპოვნის ხოლმე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ან ნივთიერებებს. ამიტომ მინდა გაგაფრთხილოთ ყოველივე ამის თაობაზე.
და კიდევ ერთი საჩივარი: „სამი წელია ვიბრძვით სამართლიანობის აღდგენისათვის, რის თაობაზეც არაერთხელ გვაქვს მიმართული განცხადებებით და საჩივრებით მთავარი პროკურატურისათვის. დღევანდელ საჩივარში არ მოვყვები გარემოებების აღწერას, ვინაიდან წინა ორ განცხადებაში დაწვრილებით მაქვს გადმოცემული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელთაც დანართის სახით ვურთავთ წინამდებარე საჩივარს. ასევე ვურთავთ ჩვენს მიერ საგამოძიებო ორგანოებში, პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტში და სახალხო დამცველის აპარატში შეტანილ რამოდენიმე განცხადების ასლებს.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ათეულობით განცხადება თუ საჩივარი გვაქვს შეტანილი პროკურატურაში და სხვა საგამოძიებო სტრუქტურებში. ამთგან ბოლო საჩივარი გასული წლის 19 ივნისით თარიღდება (იხ. დანართში), რომლის მერე არ მიგვიმართავს თქვენთვის ალბათ იმიტომ, რომ სიმართლის დადგენის და სამართლიანობის აღდგენის იმედი გადაგვეწურა და ისე დაემთხვა, რომ იმ დროისათვის აღსრულებაც შეჩერდა. ჩვენ წლების განმავლობაში ვთხოვდით კახეთის საოლქო პროკურატურას სპეციალური წერილით მიემართა აღსრულებისათვის, ან ყადაღა დაადო ჩვენი უძრავი ქონებისათვის, რომლის საფუძველზეც აღსრულება ვერ შეძლებდა ქონება მიექცია აუქციონზე. და რადგანაც შეწყდა ზარები ვიფიქრეთ, რომ პროკურატურამ დროებით შეაჩერა აღსრულება.
ა/წლის 11 თებერვალს ბანკიდან იყვნენ მოსულები ჩვენს სოფელში, სურათები გადაუღეს სახლს და გვითხრეს რომ ამზადებენ ჩვენს უძრავ ქონებასიძულებით აუქციონზე გასატანად. ყველაფერი ეს გახლავთ კახეთის საოლქო პროკურატურის და პირადად პროკურორ თანდაშვილის „დამსახურება“ და თუ რატომ, გარკვევით გვაქვს აღნიშნული საჩივრებსა და განცხადებებში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თაღლით მენთეშაშვილს მფარველობენ სადღაც ძალიან მაღლა და პროკურატურაც ვერაფერს ახერხებს მის წინააღმდეგ. მთელმა სიღნაღის რაიონმა იცის ვინც არის მისი მფარველები და შევეცდებით ყველაფერიტელევიზიის მეშვეობით გამოვიძიოთ და გავარკვიოთ.
წინამდებარე საჩივარი გახლავთ ბოლო ამ საკითხზე, რომლითაც მოგმართავთ თქვენ. ამის პარალელურად დღესვე მივმართავთ ოპოზიციურ ტელევიზიას, რომელსაც გავაცნობთ საქმის დეტალებს და იმედი გვაქვს ჩაწვდება ამ საქმეს სიღრმეში. გულსატკენია ის, რომ ისეთი ტელევიზიისათვის გვიწევს მიმართვა, რომლის არასოდეს არ გვჯეროდა და რომლის გადაცემებსაც წლებია არ ვუყურებთ.
ეს ყველაფერი შედეგია იმ წაყრუებისა, რომელსაც ავლენს პროკურატურა ჩვენი და სხვა დაზარალებული ოჯახების მიმართ და დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული თაღლითები, რომელთაც ირწმუნეს თავიანთ თავში ძალა, კვლავ განაგრობენ დანაშაულებრივ ქმედებებს“.

 

 

წინა პოსტი

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან

შემდეგი პოსტი

„ნებისმიერ ამ ტიპის ნარკოტიკს შეეძლო გამოეწვია უკონტროლო აგრესიული ქმედება და ფსიქოზი!“