მთავარი»სამართალი»20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შსს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს გამოკითხვაზე იბარებს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შსს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს გამოკითხვაზე იბარებს

8
Shares
Pinterest Google+

 

ხატია დეკანოიძეს, ბაჩუკი ქარდავას, გუბაზ სანიკიძესა და ირაკლი ღლონტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზე იბარებს.

შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამინისტროში გამოკითხვაზე ხვალ, 12 ივლისს არიან დაბარებული. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

დაკითხვაზე დაბარების ფაქტს ადასტურებენ გაერთიანებული ოპოზიციის პრესსამსახურში, თუმცა აცხადებენ, რომ ყველა მათგანი მოითხოვს დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს.

 

წინა სტატია

უკრაინული მხარის ინიციატივით, პუტინსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

შემდეგი სტატია

ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდია არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ხელოვნებას შეასწავლის