მთავარი»საზოგადოება»„19 მაისი არის სატანური დღე, ამ დღეს არჩევნების დანიშვნა იყო სრული აბსურდი“- მიხეილ ცაგარელი

„19 მაისი არის სატანური დღე, ამ დღეს არჩევნების დანიშვნა იყო სრული აბსურდი“- მიხეილ ცაგარელი

7
Shares
Pinterest Google+

 

საქართველოში არჩევნები 19 მაისს არ უნდა დანიშნულიყო. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის აზრით, ამ დღეს ცის კაბადონზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც აუცილებლად აისახება ადამიანების განწყობაზე.

“19 მაისი არის დღე, როდესაც არ უნდა დაინიშნოს არანაირი არჩევნები. ამ დღეს არის სავსემთვარეობა. სავსემთვარეობა კი არის მძიმე ენერგეტიკული დღე, როდესაც მზე და მთვარე ურთიერთწინააღმდეგობაშია. საომარი სიტუაციაა გამოცხადებული ცის კაბადონზე.

ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე. ემოცია გადადის ყველანაირ ზღვარს. მატულობს აგრესია. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ მოიმატებს აგრესია, შეხლა-შემოხლა, ერთმანეთის შეურაცხყოფა.

ერთადერთი რაც გვიშველის, არის ის, რომ მზე იმყოფება შედარებით მშვიდ, კუროს ზოდიაქოში. მაგრამ დაძაბულობა ჩვეულებრივ ზღვარს გადავა. სავსემთვარეობის დროს კი, გლეხი წყალსაც არ უსხამდა მცენარეს.  არაფრისთვის არ შეიძლებოდა ხელის ხლება. ეს არის ე.წ. სატანური დღე. სატანურ დღეს არჩევნების დანიშვნა, იყო სრული აბსურდი“, – განაცხადა მიხეილ ცაგარეულმა.

წინა სტატია

ჩვენი შეცდომა იყო კოჰაბიტაციაო და რა უნდა ექნათ - ყველანი უნდა ამოებუგათ და ქვეყანა აყვავდებოდა?!

შემდეგი სტატია

19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *