მთავარი»სამართალი»15 წლის ბიჭმა მცირეწლოვან დას სავარაუდოდ, მარიხუანა მოაწევინა – შსს საქმეს იძიებს (ვიდეო)

15 წლის ბიჭმა მცირეწლოვან დას სავარაუდოდ, მარიხუანა მოაწევინა – შსს საქმეს იძიებს (ვიდეო)

10
Shares
Pinterest Google+

თბილისში, ძმა მცირეწლოვან დას ბოთლიდან სავარაუდოდ მარიხუანას აწევინებს – ვიდეო სოციალურ ქსელში თავად სავარაუდო დამნაშავემ გაავრცელა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

ფაქტით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-დან აცნობეს, ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს.

როგორც “ფორტუნას” შსს-დან აცნობეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

 

fortuna.ge

წინა სტატია

საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს

შემდეგი სტატია

ადვოკატის განცხადებით, თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა