მთავარი»საზოგადოება»10:00 საათის მონაცემებით რაჭაში მხოლოდ ერთი პირველკლასელი დარეგისტრირდა

10:00 საათის მონაცემებით რაჭაში მხოლოდ ერთი პირველკლასელი დარეგისტრირდა

8
გაზიარებები
Pinterest Google+

 

დღეს დილიდან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. 11:00 საათის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით სულ 12 450 პირველკლასელი დარეგისტრირდა. აქედან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისზე მოდის, სადაც 11:00 საათისთვის უკვე 6767 პირველკლასელი დარეგისტრირდა. მინიმალური აქტივობა კი რაჭაშია, სადაც 10:00 საათისთვის მხოლოდ ერთი პირველკლასელია რეგისტრირებული.

განათლების სამინისტროში „პრაიმტაიმს განუმარტეს, რომ რაჭაში სულ 700 ლიმიტია, თუმცა საერთო ჯამში 300-მდე პირველკლასელის დარეგისტრირებას ელოდებიან, შესაბამისად სხვა რეგიონებთან შედარებით აქ ადგილები შეზღუდული არ არის და ამიტომ არ ჩქარობენ რეგისტრაციის გავლას.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

NDI - ლიდერების საქმიანობის დადებით შეფასებაში კახა კალაძე პირველ ადგილზეა

შემდეგი პოსტი

1ივლისიდან ინტერნეტის ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება